ანჯელინა ჯოლის მამამ ქალიშვილი ღაზის სექტორის მხარდამჭერი განცხადებების გამო გააკრიტიკა - "იმედგაცრუებული ვარ, რომ ჩემს შვილს, ისევე როგორც ბევრს, არ ესმის..."
ჰოლივუდის მსახიობმა, ანჯელინა ჯოლის მამამ ჯონ ვოიტმა პირად ბლოგზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისრაელ - "ჰამასის" ომზე ქალიშვილის პოზიცია დაგმო. მან ანჯელინას "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ღაზის სექტორის მხარდამჭერ პოსტს "სრული სისულელე“ უწოდა.
"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ჩემს ქალიშვილს, ისევე როგორც ბევრს, არ ესმის ღვთის ჭეშმარიტების შესახებ. ეს შეეხება ღვთის მიწის, ებრაელთა მიწის ისტორიის განადგურებას. ისრაელის არმიამ უნდა დაიცვას თავისი მიწა და ხალხი", - ამბობს ვოიტი.
მან დასძინა, რომ "ჰამასის" გეგმაა მსოფლიომ იფიქროს, რომ ისრაელი პალესტინელ ბავშვებს კლავს. თუმცა, მისი თქმით, ისრაელი მხოლოდ თავის ტერიტორიებს იცავს.
"ისრაელის ხალხი ზრუნავს ადამიანებზე. მათ უყვართ, ზრუნავენ... აკეთებენ იმას, რასაც ეს ცხოველები ვერ ხვდებიან. სამართლიანობა გაიმარჯვებს", - დასძინა ვოიტმა. (გააგრძელეთ კითხვა)