"ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც, ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი..." - ოკუპანტების მიერ მოკლული გინტურის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს. გივი გინტურის ინფორმაციით, მის ძმას ზურგში 2 ტყვია აქვს მოხვედრილი.
მისივე თქმით, თამაზ გინტური 2008 წლის ომში მონაწილეობდა და აქვს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ ოკუპანტების მას ეძებდნენ.
გივი გინტური ამბობს, რომ მისი ძმა წოდებით მაიორი იყო.
"არ ვიყავი სოფელში, როგორც გადმომცეს, ჩემი ძმა ჩემი მშობლების საფლავზე, დაანთო სანთელი. იქიდან წამოსვლისას ლომისის ეკლესიაში ავიდა, სამჯერ შემოუარა, დაანთო სანთლები, რომ წამოვიდა მანქანით უკნიდან დაცხრილეს, ეს არის ჩემი ინფორმაცია. ორი ტყვია აქვს ზურგში მოხვედრილი, რომ ჩამოიყვანეს უკვე დაღუპული იყო.
2008 წლის ომში მონაწილეობდა, წოდებით მაოირი იყო და როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც" - ამბობს გივი გინტური.
"ლომისის ეკლესიაში დაახლოებით 2 წელია, რაც ვერ მივდივართ. როდესაც მიცვალებულებთან მივდივართ, მაშინ პოლიცია დგას ხოლმე. უნდა გასამართლდნენ ისინი, ვინც ეს ჩაიდინა. თამაზ გინტურს და ლევან დოთიაშვილს სანთლები უნდა დაენთოთ ლომისის სალოცავში, მეტი არაფერი. ადრე ჩემი ორი შვილიც იყო დაკავებული, ერთ კვირაზე მეტხანს“, - განაცხადა მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის ახლობელმა. იხილეთ სრულად