"ნიუ-იორკში მატარებელზე გვაგვიანდებოდა, თანხა არ გამომართვა, ერთი მუჭა ქართველები ვართო…" - რა ისტორიებს ჰყვება ამერიკაში მცხოვრებ ქართველებზე მამუკა ხაზარაძე?
პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამერიკაში ქართველებთან შეხვედრის ისტორიებზე სოციალურ ქსელში წერს:
"ნიუ-იორკში მატარებელზე გვაგვიანდებოდა.ზაზამ, წარმოშობით ღებიდან, მოგვიყვანა, თანხა არ გამომართვა, ერთი მუჭა ქართველები ვართო… ჩვენი მეგობრობა ასე დაიწყო..."
"ესეც ვაშინგტონი, სადაც გინდა გაგიყვანთო, ასე მითხრა კახამ აჩიგვარადან,(ოჩამჩირე) ქართული მაისურით იმიტომ დავდივარ, გაიგონ საიდან ვარო, ასე დავმეგობრდით" - წერს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე.