"ინფორმაცია, რომ თითქოს მოღალატე იყო და რუსეთის მხარეს იბრძოდა, ახლა პირველად მესმის თქვენგან" - რას წერს ნინი შერმადინი ზვიად აბაშიძეზე?
ახალგაზრდა მომღერალ ზვიად აბაშიძის გარდაცვალებაზე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, მისი მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში წერდნენ სამძიმრის წერილს, მათ შორის იყო მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც თბილად იგონებდა გარდაცვლილს.
"ზვიად, რანაირად დავიჯერო ეხლა ეს? რა დავწერო, რანაირად გამოვხატო გულისტკივილი, რანაირად…. შენი ფრაზა იყო ნუცას სკოლაში, რა კარგები ვართ, ნეტა არ დავიხოცნეთო შენთან რა უნდოდა სიკვდილს ბიჭო!" - წერდა შერმადინი.
ნინიმ დღეს კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა ძვიად აბაშიძეს, სადაც წერს:
გავიღვიძე დილით და მეორედ მოსვლა ხდება ჩემს პოსტზე ზვიად აბაშიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მოდი მოკლედ გავაკეთებ განცხადებას და აღარ ჩავუღრმავდები. ყველა რუსეთუმეს და რუსეთის მონას .......რაც შეეხება ზვიადის, 2003 წელს ერთად ვმღეროდით ნუცას სკოლაში, პირველი პროექტი იყო, როცა ყველა ერთად, ტელევიზიაში გამოვჩნდით, ერთი დიდი ოჯახი იყო, სანამ ამერიკაში წამოვიდოდი 2003 და 2012 მდე ზულ გვქონდა კონტაქტი, კონცერტებზე,გასტროლებზე და გადაღებებზე. ძალიან კეთილი, გულიანი და კახური იუმორით სულ ღიმილიანი ბიჭი მახსოვს. ძალიან ზრდილობიანი და კარგი ადამიანი. 2012 წლის მერე კონტაქტი გაწყდა, ისევე როგორც ძალიან ბევრ ჩემს კლასელთან თუ მეგობართან. უბრალოდ დარჩნენ ბავშვობის მოგონებად,რომელიც სუფთაა და ძალიან ხალასი .ბოლოს როგორც ვიცი უკრაინაში ცხოვრობდა და იქ მოღვაწეობდა, როგორც მომღერალი. ის ინფორმაცია, რასაც ახლა თქვენგან ვიგებ, რომ მოღალატე იყო, რუსეთის მხარეს იბრძოდა და ბავშვებს ხოცავდა, ეხლა პირველად მესმის თქვენგან. მოღალატე ჩემი შვილიც არ მინდა, არამცთუ მეგობარი. არ ვიცი, რამდენად მართალია ეს ყველაფერი, მაგრამ თუ სიმართლეა, კიდევ უფრო მეტად მეცოდება... ღმერთმა შეუნდოს ცოდვები, მასაც, მეც და ჩვენ ყველას!"- წერს შერმადინი.