"ამდენ კარგ ამბავს გადატანა ხომ უნდა?" - ეკა ჩავლეიშვილი ეთეროს როლის შესრულებისთვის, ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტი გახდა
ეკა ჩავლეიშვილი ეთეროს როლის შესრულებისთვის, საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში, ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტი გახდა. გამარჯვებული 9 დეკემბერს გამოვლინდება. აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ელენე ნავერიანის „შაშვი შაშვი მაყვალი“ ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს გრძელ სიაში მოხვდა. იქამდე სურათმა სარაევოს კინოფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა საუკეთესო მხატვრული ფილმისა და მსახიობი ქალის ნომინაციაში.უკვე რამდენიმე კვირაა „შაშვი შაშვი მაყვალი“ საქართველოს კინოთეატრებში გადის.
სასიხარულო ამბავს ეხმაურება მსახიობიც და წერს:
"სულ გახარებული და გაღიმებული დავდივარ. ამდენ კარგ ამბავს გადატანა ხომ უნდა? მეშინია შემთხვევით სიხარულისგან არ გავგიჟდე ეს დროებით ,,ვარსკვლავად”მომუშავე ქალი უსაშველოდ დიდ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ თქვენგან დაუღრმესი მადლობა კეთილო ადამიანებო", - წერს მსახიობი.
