"რუსი ოკუპანტები მკვლელობას გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის, ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება"
რუსი ოკუპანტები მკვლელობას გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის, ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
მის განცხადებას ლიეტუვის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.
“მკაცრად ვგმობთ ცხინვალის რეგიონში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორის გატაცებას. რუსი ოკუპანტები მკვლელობას გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის, ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
"ინტერპრესნიუსი"