"ილოცეს და ამჭედს შეუკურთხეს...დიდება გმირ თამაზ გინტურს! ვფიქრობ, რომ მას უნდა მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება!" - რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე მედიაში გავრცელებულ ვიდეოზე - კვირის პალიტრა

"ილოცეს და ამჭედს შეუკურთხეს...დიდება გმირ თამაზ გინტურს! ვფიქრობ, რომ მას უნდა მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება!" - რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე მედიაში გავრცელებულ ვიდეოზე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე მედიაში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც, სავარაუდოდ, თამაზ გინტურის მკვლელობამდე ცოტა ხნის წინ არის გადაღებული.

" თამაზ გინტურის გადაღებული ვიდეოდან ირკვევა, რომ ის და მისი თანმხლები ქართველები ოკუპანტების აჭედილ კირბალის ლომისის წმ. გიორგის ეკლესიაში კარის გასაღებად ავიდნენ. შეანგრიეს კარი, შევიდნენ, ილოცეს და ამჭედს შეუკურთხეს. ამის გამო რუსებმა და ოსებმა მოკლეს და გაიტაცეს.ამას ჰქვია გმირობა."ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ამჭედის დედას შევეცი!"ეს არის ერთ-ერთი ბოლო სიტყვა, რომელიც თამაზ გინტურმა წარმოთქვა, სანამ საკუთარ მიწაზე, საკუთარ ტაძარში სალოცავად შესვლის გამო რუსები მოკლავდნენ. დიდება გმირ თამაზ გინტურს!მე ვფიქრობ, რომ მას უნდა მიენიჭოს ეროვნული გმირის წოდება!" - წერს დეკანოზი.