"ეს არის განადგურების მორიგი მაგალითი, რომელიც საქართველოსა და სხვაგან, რუსეთის ოკუპაციის შედეგია" - რას აცხადებს აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე? - კვირის პალიტრა

"ეს არის განადგურების მორიგი მაგალითი, რომელიც საქართველოსა და სხვაგან, რუსეთის ოკუპაციის შედეგია" - რას აცხადებს აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე?

კირბალში მკვლელობა განადგურების მორიგი მაგალითია, რომელიც საქართველოსა და სხვაგან რუსეთის ოკუპაციის შედეგია.

ამის შესახებ აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.

“მოვლენებს არ გავუსწრებ, ეს ძალიან შეუსაბამო იქნება, მაგრამ გავიმეორებ იმას, რის შესახებაც გუშინ ითქვა - რომ ჩვენ ამ მკვლელობას ვგმობთ... და ეს არის მიმდინარე განადგურების მორიგი მაგალითი, რომელიც საქართველოსა და სხვაგან რუსეთის ოკუპაციის შედეგია. და ეს არის ის, რის მონიტორინგსაც გავაგრძელთ", - განაცხადა პატელმა.

"ინტერპრესნიუსი"