"პანიკური შეტევები მქონდა. მანქანით მივდიოდი, როცა გავითიშე, მტკვარში ვვარდებოდით" - რას ჰყვება ლექს-სენი მძიმე პერიოდზე - კვირის პალიტრა

"პანიკური შეტევები მქონდა. მანქანით მივდიოდი, როცა გავითიშე, მტკვარში ვვარდებოდით" - რას ჰყვება ლექს-სენი მძიმე პერიოდზე

ლექს-სენ­მა გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის რუბ­რი­კა­ში "რო­გორ გა­დავ­რჩი,“ იმ პე­რი­ოდ­ზე ისა­უბ­რა, რო­დე­საც პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი და­ე­წყო და ამის გამო, კი­ნა­ღამ სე­რი­ო­ზულ ავა­რი­ა­შიც კი მოჰ­ყვა. ამ შემ­თხვე­ვამ ექი­მამ­დე მი­იყ­ვა­ნა და მკურ­ნა­ლო­ბა და­ი­წყო. ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა ორი წელი დას­ჭირ­და და პე­რი­ო­დუ­ლად სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ისვე თავს იჩენ­და...

- ახლა თავს უკე­თე­სად ვგრძნობ, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქვას. 23 წე­ლია სცე­ნა­ზე ვარ, ცხოვ­რე­ბას ახა­სი­ა­თებს გაქ­რო­ბე­ბი. დიდი ხნით არ გავმქრალ­ვარ, აღ­მოჩ­ნდა, რომ გგო­ნია არა­სო­დეს არა­ფე­რი მო­გე­რე­ვა, თურ­მე გე­რე­ვა. მეც შე­მა­წუ­ხა და მი­ზე­ზი ეს იყო პა­უ­ზის. არა­სო­დეს მიყ­ვარ­და აღ­მა­ტე­ბით ხა­რისხში სა­უ­ბა­რი, აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემი პო­პუ­ლა­რო­ბა ვი­ღა­ცებს ყელ­ში ჰქონ­დათ გა­ჩხე­რი­ლი. ამა­ნაც იმოქ­მე­და, მერე ჩვენ­თან ხომ კონ­კუ­რენ­ცია სიმ­ღე­რით უნდა გა­გი­წი­ონ. ემო­ცი­უ­რი ტიპი ვარ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­გუბ­და, მერე დრო­ში ამან და­მარ­ტყა.

მხარ­და­ჭე­რას ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი, ნე­გა­ტივს აღე­მა­ტე­ბო­და პო­ზი­ტი­ვი, მაგ­რამ ამან მა­ინც იმოქ­მე­და, რად­გან იდე­ა­ლის­ტი ვარ. შე­იძ­ლე­ბა გა­რეთ აქ­ტი­უ­რი არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ იმ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ორი წელი სტუ­დი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი და რა­ღა­ცებს ვა­კე­თებ­დი. ექი­მებ­საც მივ­მარ­თე კულ­მი­ნა­ცი­ის დროს, რო­დე­საც შე­ვა­ტყვე, რომ ვერ ვუმკლავ­დე­ბო­დი. და­მე­წყო სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, წნე­ვე­ბი და რა­ღაც მო­მენ­ტში მთი­შავ­და. სა­ში­ნე­ლი შეგ­რძნე­ბა იყო. არ და­მა­ვი­წყდე­ბა, მან­ქა­ნით სა­დღაც მივ­დი­ო­დი მე­გო­ბა­რი მეჯ­და და ერთი იმის თქმა მო­ვას­წა­რი რომ ცუ­დად ვართ-თქო. გა­ვი­თი­შე, საჭე გა­მექ­ცა და მტკვარ­ში ვვარ­დე­ბო­დით. იმან და­ი­ჭი­რა საჭე, თა­ვად დაჯ­და მან­ქა­ნა­ში და იმან წა­მიყ­ვა­ნა კლი­ნი­კა­ში. ასე და­ი­წყო ჩემი და ექი­მე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა.

ფერი არ მქონ­და, ყვე­ლა მი­ყუ­რებ­და, მცნობ­და. მე­გო­ბარ­მა რომ მო­უყ­ვა ყვე­ლა­ფე­რი, უფრო დამ­შო­კეს კლი­ნი­კა­ში, ინ­ფარ­ქტი­აო. აღ­მოჩ­ნდა, რომ მერე გუ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა არ იყო და იქ მი­თხრეს, რომ ეს იყო ნერ­ვუ­ლი შე­ტე­ვე­ბი, რაც სპაზმს იწ­ვევ­და. მა­გის მერე და­ვი­წყე ნევ­რო­ლოგ­თან მკურ­ნა­ლო­ბა. ორი სამი წელი წამ­ლებ­ზე ვი­ყა­ვი. მა­გან გა­მო­მიყ­ვა­ნა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, მაგ­რამ ისე­თი რამ ყო­ფი­ლა, სულ თუ არ აკონ­ტრო­ლებ, შე­იძ­ლე­ბა შე­გიტ­რი­ალ­დეს. მაგ­რამ კარ­გი მო­მენ­ტი ის არის, რომ იცი და მარ­თავ. მქონ­და შეგ­რძნე­ბა, რომ უნდა მოვმკვდა­რი­ყა­ვი. წამ­ლე­ბის შემ­დეგ ისევ ამ ცხოვ­რე­ბა­ში დავ­ბრუნ­დი, საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბა და­ვი­წყე და სხვი­სი და­კი­დე­ბა, შენ შენი საქ­მე უნდა აკე­თო.

ambebi.ge