ახალი ამბები ღაზის სექტორიდან - მოკლულია "ჰამასის" მაღალჩინოსანი
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, წუხელ, ღაზის სექტორზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ იარაღის წარმოების აპარატის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის, მუჰსინ აბუ ზინას ლიკვიდაცია განახორციელეს.
მათივე ინფორმაციით, მუჰსინ აბუ ზინა"ჰამასის“ იარაღის წარმოების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. კერძოდ, ის სპეციალიზებული იყო სტრატეგიული იარაღისა და რაკეტების წარმოებაში.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა „ჰამასის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო რაზმზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მისი რამდენიმე წევრი დაიღუპა.
"ინტერპრესნიუსი"