რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში დღეს გამოქვეყნდება. ანგარიშში შეფასებული იქნება იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან, მათ შორის დოკუმენტში საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებაც იქნება შეფასებული.
თუ რა სარგებელს გულისხმობს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ამის შესახებ ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი საუბრობს.
კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს (პოტენციური კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში ვრცელდება შეზღუდულად) წვდომა აქვთ გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტის ფონდებზე (IPA III-2021-2027), რომელიც მოიცავს 14 მილიარდ ევროს და 5 თემატურ მიმართულებას: - ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება (კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი);
- ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა (კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი);
- სასოფლო და სათემო დასახლებების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი);
- რეგიონების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი);
- ადამიანური რესურსების განვითარება (მხოლოდ კანდიდატი). (გააგრძელეთ კითხვა)