"მას რაც შეუძლია თავისი ხმით, ამ კონკურსში ვერავინ შეძლებს" - ნინი ბრეგვაძის მორიგი შთამბეჭდავი გამოსვლა და აღფრთოვანებული მწვრთნელები
ნინი ბრეგვაძემ ამერიკულ Voice-ში რინგის ტურის შემდეგ ე.წ. ნოკაუტის ტურიც მოიგო და მწვრთნელების გადაწყვეტილებით, შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ამჯერად კონკურსში ქართველმა მომღერალმა Radiohead-ის “karma Police” შეასრულა.
“ძვირფასო მეგობრებო, გავიმარჯვე ნოკაუტის ტურში და ძალიან ვამაყობ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ არა, რომ გავიმარჯვე, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა ვიმღერე. მადლობა მხარდაჭერისთვის, მიყვარხართ“, - წერს მომღერალი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. ე.წ. ნოკაუტის ტურში სამი კონკურსანტი უპირისპირდებოდა ერთმანეთს. ნინის მეტოქეები აზანი და ოლივია მინოუგი იყვნენ. "ნინის პერფორმანსი აღმოჩნდა ის, რამაც მომღერალს ნოკაუტის ტური დააძლევინა", - წერს nbc მომღერლის შესახებ. (გააგრძელეთ კითხვა)