"მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი - კვირის პალიტრა

"მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"დასკვნა რეკომენდაციას იძლევა კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე" გამოეხმაურა:

"მიხარია ქართველ ხალხთან ერთად და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც პრეზიდენტი, ჩემი როლის შესრულებას გავაგრძელებ უფრო აქტიურად, ვიდრე ოდესმე, როგორც პროევროპული ლიდერი, რათა ხელი შევუწყო და გავაგრძელო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმები", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

photo-1699445021.jpg