"მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა და ყველა ქართველს მოსალოცად აქვს საქმე. ოლიგარხის ხელისუფლების მოშორება ჩვენი გასაკეთებელია" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი - კვირის პალიტრა

"მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა და ყველა ქართველს მოსალოცად აქვს საქმე. ოლიგარხის ხელისუფლების მოშორება ჩვენი გასაკეთებელია" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციის გაცემას ეხმაურება.

"საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა და ყველა ქართველს მისალოცად აქვს საქმე.

სტატუსი პირველ რიგში არის დამსახურება ქართველი და უკრაინელი ხალხების.ქართველი ხალხის - ჩვენი ისტორიულ მისწრაფების გამო, იმიტომ რომ აიძულა შარშან ხელისუფლება შეეტანა სტატუსზე განაცხადი და იმიტომ რომ 2013 წლამდე საქართველო იყო პიონერი და ლიდერი ევროპის იდეის ჩვენს დიდ რეგიონში.

მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველად საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ 2011 წელს თბილისში გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინელი ხალხის იმიტომ, რომ მისმა გმირულმა წინააღმდეგობამ მთლიანად შეცვალა გეოპოლიტიკა.

საქართველო გახდებოდა ევროკავშირის წევრიგამოაღვიძა ევროპა, გააღებინა მას ფართოდ კარები.სტატუსის მინიჭება არის დამსახურება ჩვენი მრავალრიცხვოვანი მეგობრების ევროპაში. ევროპარლამენტში, ევროკომისიაში ნაციონალურ პარლამენტებში და სხვადასხვა მთავრობებშისაქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა იმაში, რომ მან ხალხის ზეწოლის ქვეშ შეიტანა განაცხადი და კიდევ კარგი უკან არ გაიტანა.

ჩვენი მთავარი ბრძოლა არის წინ - ოლიგარხის ხელისუფლების მოშორება და ეს ჩვენი გასაკეთებელია. სწორედ ამ ხელისუფლების მოშორება გაგვიხსნის გზას ევროკავშირის წევრობისკენ, - წერს სააკაშვილი.

photo-1699446541.jpg