სააკაშვილის "მძიმე" მილოცვა, გახარიას მადლობა, ლაზარიადისის როლი, ჩარკვიანის ლექსი და სამადაშვილის სელფი - გამოხმაურებები ევროკომისიის დასკვნაზე
ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ დღეს ისტორიული დღეა, რადგან დღეს კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საბჭომ დაიწყოს მიერთების მოლაპარაკებები. კომისია, ასევე, გაწევრიანების მოლაპარაკების რეკომენდაციას იძლევა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნება წევრობის კრიტერიუმთან შესაბამისობა და რეკომენდაციას ასევე კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. ამ 4 ქვეყანაზე მოვახდენთ ფოკუსირებას, პირველ რიგში კი, უკრაინაზე," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
საკითხს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
მიხეილ სააკაშვილი:
"საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა და ყველა ქართველს მისალოცად აქვს საქმე.
სტატუსი პირველ რიგში არის დამსახურება ქართველი და უკრაინელი ხალხების.ქართველი ხალხის - ჩვენი ისტორიულ მისწრაფების გამო, იმიტომ რომ აიძულა შარშან ხელისუფლება შეეტანა სტატუსზე განაცხადი და იმიტომ რომ 2013 წლამდე საქართველო იყო პიონერი და ლიდერი ევროპის იდეის ჩვენს დიდ რეგიონში.
მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველად საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ 2011 წელს თბილისში გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინელი ხალხის იმიტომ, რომ მისმა გმირულმა წინააღმდეგობამ მთლიანად შეცვალა გეოპოლიტიკა.
საქართველო გახდებოდა ევროკავშირის წევრიგამოაღვიძა ევროპა, გააღებინა მას ფართოდ კარები.სტატუსის მინიჭება არის დამსახურება ჩვენი მრავალრიცხვოვანი მეგობრების ევროპაში. ევროპარლამენტში, ევროკომისიაში ნაციონალურ პარლამენტებში და სხვადასხვა მთავრობებშისაქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა იმაში, რომ მან ხალხის ზეწოლის ქვეშ შეიტანა განაცხადი და კიდევ კარგი უკან არ გაიტანა.
ჩვენი მთავარი ბრძოლა არის წინ - ოლიგარხის ხელისუფლების მოშორება და ეს ჩვენი გასაკეთებელია. სწორედ ამ ხელისუფლების მოშორება გაგვიხსნის გზას ევროკავშირის წევრობისკენ
გიორგი გახარია:
"მადლობა ქართველ ხალხს! ეს მათი გამარჯვების დღეა. ერთად ჩვენ მივიყვანთ საქართველოს მშვიდობიან და უსაფრთხო ევროპაში!"
"თავისუფლება ლომთა ხვედრია", - დაწერა თაკო ჩარკვიანმა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე:
"თუ მაინცდამაინც ვინმეს დამსახურებაზეა საუბარი, ამ ადამიანის პირველ რიგში..."
სალომე სამადაშვილი:
"ჩემ უკან ევროპარლამენტის ყველა ყოფილი პრეზიდენტის ფოტოა გამოფენილი ევროპარლამენტის კედელზე. ერთ დღეს ამ კედელზე ქართველის ფოტოც დაიკიდება, მის კაბინეტში კი, აუცილებლად იქნება ილიას ფოტო. გილოცავთ, წინ დიდი ბრძოლაა, რუსების ხელისუფლებაა შესაცველელი და უკან დახევის უფლება არ გვაქვს. ევროპამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპულ სახლშია ჩვენი ადგილი, მაგრამ რუსებით ვერ შევალთ მაგ სახლში".
"სტატუსის მოცემის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება იმართება წერეთლის პროსპექტზე" - იხუმრა ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ.
ლევან ხაბეიშვილი:
"ქართველმა ხალხმა, პირველი რაუნდი მოუგო "რუსულ ოცნებას", რუს ოლიგარქ ივანიშვილს"
გიორგი ვაშაძე:
"ნამდვილად უმნიშვნელოვანესი დღეა - ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირისკენ და სწორედ ქართველი ხალხის, თქვენი დამსახურებაა ეს ყველაფერი, რაც ძალიან მკაფიოდ იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან აღნიშნული. დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ ვინც, მიუხედავად ძალიან ბევრი პრობლემისა, ქართველი ხალხის ნება დააფასეს, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და რეკომენდაცია გაწიეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
წელიწადნახევრის მანძილზე, „ქართული ოცნება“ ხელისშეშლის მეტს არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, მაგრამ დღეს მათ წააგეს ქართველ ხალხთან პირველ რიგში და დიახაც, გაიმარჯვა ჩვენმა ევროპულმა სულისკვეთებამ, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ძალიან ბევრი რეფორმაა გასაკეთებელი და დღეს ამ განცხადებით ხაზგასმული იყო ოპოზიციის პოზიტიური როლი, სამოქალაქო სექტორის როლი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის როლი.
ჩვენ ახლა გვჭირდება დიდი ერთიანობა იმისთვის, რომ შემდგომი ერთი თვის მანძილზე, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ, იყოს სრული კონსესუსი და მზაობა.
იმედი მაქვს, რომ ვერ შეძლებს საბოტაჟსა და წინააღმდეგობის პროცესს „ქართული ოცნება“ და ხალხის ნებას დაემორჩილება - გაუწევს ანგარიშს იმ დიდ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირმა ჩვენკენ გადმოდგა.
დიდი მადლობა პირადად ქალბატონ ურსულას ამ მნიშვნელოვანი განცხადებებისთვის, რომელშიც, აბსოლუტურად, ყველაფერია ნათქვამი. ხალხო, ყველაფერი ხომ დღესავით ნათელია, რამხელა დეზინფორმაციის კამპანია მოქმედებდა საქართველოში, რომ ევროკავშირის სტატუსს არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, რომ თითქოს ვიღაც რაღაცას გვაძალებს, მაგრამ დიდი ინვესტიცია ჩადო ევროკავშირმა ჩვენში, საქართველოში და არ დაგვტოვა რუსეთთან პირისპირ.
აი, ესაა მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს. საქართველოს გზა არის ევროკავშირისკენ, საქართველოს გზა არის განვითარებისკენ, არასდროს რუსეთი საქართველოში არ იქნება და რაც მთავარია, დეკემბერი - დიდი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და ჯერ მხოლოდ დასაწყისია, გულწრფელად მიხარია, რომ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, რომ ვთქვათ - ფუნდამენტი შექმნა ევროკომისიამ, ახლა კი უნდა ვიყოთ მობილიზებული, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელისშეშლა არ მოხდეს და მთავარია, რომ ჩვენი ძალისხმევა იყოს ერთიანი".
თამარ ჩერგოლეიშვილი, "ტაბულას" დამფუძნებელი:
"ვულოცავ ეკა გიგაურს და გოგიტა ვაშაძეს ამ უდიდეს წარმატებას"