ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონის მიწვევით საფრანგეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით, საფრანგეთში გაემგზავრა.
მთავრობის მეთაური მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ინტერპრესნიუსი"