"ამას პირველად ვამბობ ახლა...დედა სულ მცემდა ხოლმე, ძალიან ნერვიული ქალი იყო..."
მსოფლიოში აღიარებული ოპერის მომღერალი, სოპრანო თამარ ივერი გადაცემა "დღის პოსტში" ყვება, რომ დედა ქამრებიც სცემდა:
"დედა სულ მცემდა ხოლმე, ძალიან ნერვიული ქალი იყო და "უკეთესს" გეტყვით,ამას პირველად ვამბობ ახლა ეთერში, ექსკლუზივი გაქვთ, შენახული ჰქონდა სხვადასხვა ფორმის, სიბრტყის და სისქის ქამრები, რომელიც იყო ყველაზე სქელი და ზამშის, ის იყო ყველაზე უმტკივნეულო, მერე მოდიოდა ტყავებ შერეული დაწნული, ისიც ცოტა ნაკლებ მტკივნეული იყო, ყველაზე მწარე იყო ტყავის სქელი ქამარი და ვაკის პარკში დადიოდა, ამოჩემებული ჰქონდა ერთი ტირიფის ხე, რომელსაც სხიპავდა და ტირიფის ტოტი იყო ყველაზე მწარე... არ დამავიწყდება, ერთხელ სკოლიდან პედაგოგმა უთხრა, სკოლაში ისე მოდის მთელი რაჩხარუჩხები აქვს ასხმულიო, საყურეებიო, ბეჭდებიო, დედაცემმა მე არ ვიღებ ამ შენიშვნასო, მერე ჩუმად გამომყვა და ლიფტან ნახა, რომ ჩუმად ამოვიღე საყურეები" - იხსენებს თამარ ივერი.