"დავივიწყებთ ვინ ვისკენაა, ვინ ვინაა, ყველა ერთად, სახალხო ზეიმს მოვაწყობთ" - რას წერ ნანუკა ჟორჟოლიანი?
ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინერმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღნიშნულ ფაქტს "ფეისბუქზე" ეხმაურება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი:
"იმედია, დეკემბერში, სტატუსის გამოცხადების დღეს, ქუჩებში დიდი ზეიმი იქნება. ახალი წელივით ყველა გარეთ გავალთ, დავივიწყებთ ვინ, ვისკენაა, ვინ, ვინაა, ყველა ერთად, სახალხო ზეიმს მოვაწყობთ" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.