ორბელიანების სასახლესთან მოქალაქეები არიან შეკრებილი - დღეიდან იწყება ხელმოწერების კამპანია - "ჩვენი ხმა ევროპას" - კვირის პალიტრა

ორბელიანების სასახლესთან მოქალაქეები არიან შეკრებილი - დღეიდან იწყება ხელმოწერების კამპანია - "ჩვენი ხმა ევროპას"

ორბელიანების სასახლესთან ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ლოზუნგით - „ჩვენი ხმა ევროპას“ მოქალაქეები არიან შეკრებილები.

შეკრება პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაიგეგმა.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

ასევე, პრეზიდენტის ინიციატივით, დღეიდან იწყება ხელმოწერების კამპანია - "ჩვენი ხმა ევროპას".

"დღეს იწყება ჩვენი ხელმოწერების კამპანია - "ჩვენი ხმა ევროპას". კამპანია, რომელიც ჩემზე კი არა თქვენზეა დამოკიდებული, მთელ ქვეყანაზე, უნდა იყოს გაშლილი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იმყოფებიან. ღონისძიებას ესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 20:00 საათზე, დაგეგმილი იყო კონცერტი, თუმცა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო კონცერტი გაუქმდა.

"ინტერპრესნიუსი"