"პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან სა­უ­ბარ­ში ქარ­თველ ხალ­ხს მი­ვუ­ლო­ცე ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა" - რას წერს ზელენსკი "ტვიტერზე"? - კვირის პალიტრა

"პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან სა­უ­ბარ­ში ქარ­თველ ხალ­ხს მი­ვუ­ლო­ცე ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა" - რას წერს ზელენსკი "ტვიტერზე"?

პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან სა­უ­ბარ­ში ქარ­თველ ხალ­ხს მი­ვუ­ლო­ცე ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი “ტვი­ტე­რის” პი­რად გვერ­დზე წერს.

“ჩვე­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს პრე­ზი­დენ­ტმა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნე­ლებს მი­უ­ლო­ცა და მე მე­გო­ბარ ქარ­თველ ხალ­ხს მი­ვუ­ლო­ცე ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი ჩემი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტე მალ­ტა­ში “მშვი­დო­ბის ფორ­მუ­ლის” ბოლო შეხ­ვედ­რა­ზე წარ­მო­მად­გენ­ლის გაგ­ზავ­ნის­თვის.

ასე­ვე, ვახ­სე­ნე უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბა­ზე წვდო­მის თემა”, - წერს ზე­ლენ­სკი.

"ინტერპრესნიუსი"