რას წერენ ქართველები ევროკომისიის ოფიციალურ "ფეისბუქზე", საქართველოს მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ?
ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინერმა ამ წუთებში, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროკომისიის დღევანდელ ისტორიულ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ევროკომისიის ოფიციალურ "ფეისბუპოსტზე", სადაც წერია ინფორმაცია რეკომენდაციის გაცემაზე, არ წყდება ქართველთა პოზიტიური კომენტარები:
კომენტარებს წერენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მომღერლები, საზოგადოებისთვს კარგად ნაცნობი და უცნობი სახეები.
"მადლობა, ჩემი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებას ევროპას" - წერს ნოდიკო ტატიშვილი.
"ჩვენ ევროპელები ვართ, დიდი მადლობა ქართველების მხარდაჭერისთვის", "მადლობა მხარდაჭერისთვის", "ეს არის ყველაზე საუკეთესო და ჭკვიანური გადაწყვეტილება", "ჩვენ ეს შევძელით, მადლობა მხარდაჭერისთვის", "მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი", - არ წყდება ქართველთა კომენტარები პოსტზე, რომელსაც 43 000 -ზე მეტი რეაქცია და 20 000 გაზიარება აქვს ამ დროისთვის.