"ჰესბოლას" ლიდერის ავი წინასწარმეტყველება - "სახიფათო მოვლენების შეჩერებას ვერავინ შეძლებს" - კვირის პალიტრა

"ჰესბოლას" ლიდერის ავი წინასწარმეტყველება - "სახიფათო მოვლენების შეჩერებას ვერავინ შეძლებს"

„ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაურის, ნაიმ კასემის განცხადებით, ისრაელის მიერ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო ომის გამოწვევის რისკს ქმნის.

„ძალიან სერიოზული და ძალიან სახიფათო მოვლენები შეიძლება განვითარდეს რეგიონში და ვერავინ შეძლებს ამ შედეგების შეჩერებას“, - აღნიშნა ნაიმ კასემმა BBC-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, თუ ისრაელი ღაზის სექტორის დაბომბვას განაგრძობს, რეგიონს რეალური საფრთხე ემუქრება.

„საშიშროება რეალურია, რადგან ისრაელი აძლიერებს აგრესიას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ხოცავს ქალებსა და ბავშვებს. შესაძლებელია თუ არა ამის გაგრძელება რეგიონისთვის რეალური საფრთხის გარეშე? ვფიქრობ, არა“, - აღნიშნა „ჰეზბოლას“ მეთაურმა.

"ინტერპრესნიუსი"