აფხაზეთში მთელი ღამე "დივერსანტებს" ეძებდნენ: როგორ "დატროლა" სოლოვიოვმა ფეიკით აფხაზეთის ფეიკი "ხელისუფლება" და რას წერენ აფხაზები? - კვირის პალიტრა

აფხაზეთში მთელი ღამე "დივერსანტებს" ეძებდნენ: როგორ "დატროლა" სოლოვიოვმა ფეიკით აფხაზეთის ფეიკი "ხელისუფლება" და რას წერენ აფხაზები?

აფხა­ზეთ­ში წუ­ხელ "რთუ­ლი ღამე" ჰქონ­დათ. ყვე­ლა­ფე­რი იმით და­ი­წყო, რომ კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტმა ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ოვ­მა "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე "სკან­და­ლუ­რი" ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სო­ლო­ვი­ო­ვი წერ­და, რომ "აფხა­ზეთ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან 50-კა­ცი­ა­ნი დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფი გა­და­ვი­და, რო­მე­ლიც სო­ხუ­მის აე­რო­პორტზე ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმას გეგ­მავ­და".

ეს ის აე­რო­პორ­ტია, რო­მე­ლიც 1993 წლის შემ­დეგ აღარ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

ოკუ­პან­ტი სო­ლო­ვი­ო­ვის ვერ­სი­ით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­და­სულ ჯგუფს აქ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მო­წყო­ბა სურ­და.

რა თქმა უნდა, ამ­ბა­ვი აქ არ დას­რულ­და, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში სას­წრა­ფოდ შექ­მნეს ე.წ. ოპე­რა­ტი­უ­ლი შტა­ბი, თუმ­ცა რო­გორც "ტე­ლეგ­რამ­ში", აფხა­ზურ არ­ხებ­ზე წერ­დნენ, ე.წ. პრე­ზი­დენტს, ას­ლან ბჟა­ნი­ას ვერ­სად პო­უ­ლობ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ თურ­მე ბჟა­ნია მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

bjania-39837-1699517221.jpg

აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის გა­მოწ­ვე­ვა კი­დევ უფრო გარ­თულ­და. "მთავ­რო­ბა" ფაქ­ტობ­რი­ვად, "პრე­ზი­დენ­ტის" გარ­შე უნდა გამ­კლა­ვე­ბო­და "დი­ვერ­სან­ტებს" და აღეკ­ვე­თა "ტე­რო­რიზ­მი".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ცხა­დეს, რომ დი­ვერ­სან­ტე­ბის ჯგუ­ფი არა 50-კა­ცი­ა­ნი, არა­მედ 7-კა­ცი­ა­ნი იყო. გან­ცხა­დე­ბა ამის შე­სა­ხებ აფხა­ზე­თის ე.წ. შს მი­ნის­ტრმა, რო­ბერტ კი­უ­ტიმ გა­ა­კე­თა. მისი თქმით, გულ­რიფ­შის რა­ი­ონ­ში აფხა­ზე­თის ე.წ. ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუფს ეძებ­დნენ მას შემ­დეგ, რაც ისი­ნი ად­გი­ლობ­რივ­მა მო­ნა­დი­რე­ებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს.

კი­უტ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მო­ნა­დი­რე­ე­ბის ცნო­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუფს რამე სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ნიშ­ნე­ბი არ გა­აჩ­ნდა.

აფხა­ზე­თის ე.წ. შს მი­ნის­ტრი“ისი­ნი უცხო­უ­რი ია­რა­ღით იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, სა­ვა­და­უ­დოდ М-4 შაშ­ხა­ნე­ბით, შავ ფორ­მა­ში, ნიღ­ბე­ბით, ჩა­ფხუ­ტე­ბით, კარ­გად ეკი­პი­რე­ბულ­ნი. მათ ასე­ვე დრო­ნი გა­აჩ­ნდათ, რო­მე­ლიც ტე­რი­ო­ტო­რი­ა­ზე დაფ­რი­ნავ­და”, - გა­ნა­ცხა­და კი­უტ­მა. მისი გან­ცხა­დე­ბა აფხა­ზურ­მა "სპუტ­ნიკ­მა" გა­ავ­რცე­ლა. კი­უტ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სო­ხუ­მამ­დე ყვე­ლა მი­სას­ვლე­ლი გა­და­კე­ტი­ლია.

ცოტა ხან­ში ამ­ბა­ვი კი­დევ უფრო კო­მი­კუ­რი გახ­და. საქ­მე­ში უკვე ტე­ლეგ­რამ­ზე "სამ­ხრეთ ოსე­თის" არ­ხე­ბი ჩა­ერ­თნენ - წერ­დნენ, რომ "მათი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით" აფხა­ზეთ­ში 6-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი და­ა­კა­ვეს.

samxroset-40026-1699517221.png

ახლა უკვე ამ­ბის ფი­ნა­ლის­კენ მივ­დი­ვართ:

კვლავ "სპუტ­ნიკ­მა" აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით და­წე­რა, რომ ინ­ფორ­მა­ცია აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დი­ვერ­სან­ტე­ბის შეღ­წე­ვის შე­სა­ხებ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­აქ­ცი­ე­ბი ამ ამ­ბავ­ზე. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, მათი უმე­ტე­სო­ბის­თვის ეს ინ­ფორ­მა­ცია არა­სე­რი­ო­ზუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ცინ­ვის სა­ბა­ბად იქცა. (გააგრძელეთ კითხვა)