"სანამ საკუთარი თავისუფალი დროის დაფასებას არ ვისწავლით, გაგვიჭირდება ფსიქიკურად, მენტალურად" - 4 ტიპის საკვები, რომელიც ადამიანს აუცილებლად სჭირდება - კვირის პალიტრა

"სანამ საკუთარი თავისუფალი დროის დაფასებას არ ვისწავლით, გაგვიჭირდება ფსიქიკურად, მენტალურად" - 4 ტიპის საკვები, რომელიც ადამიანს აუცილებლად სჭირდება

"მიეცი ცოდნას საშუალება შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ, რადგანფიქრები შენი ცხოვრების ანარეკლია", - ვალეოლოგი და კვების ფსიქოლოგი მიხეილ შანი ჟურნალის "გზა" მკითხველებს საინტერესო და სასარგებლო მოსაზრებებს უზიარებს... მიხეილის აზრით, გონებისა და სხეულის კვება პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჯანმრთელობასთან, დამოკიდებულებებთან, განწყობასთან და რაც მთავარია, ეს აისახება ჩვენს პროდუქტიულობაზე, სიცოცხლისუნარიანობაზე.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ადამიანები ლამის დაბადების წუთიდანვე ვცდილობთ, ყოველთვის და ყველაფრისგან სიამოვნება მივიღოთ. ჩვენი ცხოვრება სიამოვნებაზე გადის. ასეა მოწყობილი ჩვენი ეგოც - ვისწრაფვით სიამოვნებისკენ და ვცდილობთ განვიზიდოთ უსიამოვნება. როდესაც ემოციური ფონი გვაქვს, ჩვენ ამას ფიზიკური ასპექტით ვინაზღაურებთ და რაც ხელში მოგვხვდება ან მოგვიხერხდება, მივირთმევთ, რომ სიამოვნების მინიმუმი დავიკმაყოფილოთ..."

shanii-1699531889.jpg

"ფსიქოემოციური აშლილობა ყველა ადამიანში სხვადასხვაგვარად წარიმართება. ეს ინდივიდუალურია. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ფიქრებზე, ფიქრი კი განსაზღვრავს ქმედებას. ემოციური თუ მენტალური კონფლიქტი მავნე ფიქრებს იწვევს..." "ჯანსაღია საკვები, რომელიც ბუნებრივია, ნატურალური, მსუბუქი ჩვენი ორგანიზმისთვის და რა თქმა უნდა, ზომიერების დაცვაა საჭირო. დღესდღეობით, რაც უფრო გაიზარდა სტრესული ფონი, ვაკვირდებით, რომ ადამიანებს სხვადასხვა დაავადება აწუხებთ და ეს არ არის იმის გამო, რომ არაჯანსაღად იკვებებიან, არამედ ბევრს მიირთმევენ...."

"ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავისთვის დრო არ აქვს, მონაა. სანამ საკუთარი თავისუფალი დროის დაფასებას არ ვისწავლით, გაგვიჭირდება ფსიქიკურად, მენტალურად. ვიმეორებ, შინაგანი სიმშვიდის დარღვევიდან მოდის პრობლემები. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ დასვენების უფლება აუცილებლად უნდა მივცეთ საკუთარ თავს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 9 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ლიკა ქაჯაია