"არ ვიცი ცრემლები როგორ შევიკავე და არ ვიტირე" - ნინი ბრეგვაძის კიდევ ერთი საოცარი შესრულება და აღფრთოვანებული ჟიური
ამერიკული მუსიკალური პროექტის "ახალი ხმის" ქართველმა მონაწილემ ნინი ბრეგვაძემ კიდევ ერთ ტურშ მიიღო მონაწილეობა. ქართველმა მომღერალმა კომპოზიცია საოცრად შეასრულა და მაყურებელთან ერთად ჟიურიც მოხიბლა.
ნინიმ ტურში ცნობილი ჯგუფის "რედიოჰედის" სიმღერა შეასრულა. მოგვიანებით კი ტიკ-ტოკის პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა:
"არ ვიცი ცრემლები როგორ შევიკავე და არ ვიტირე" - წერს მომღერალი.