"უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს ეკუთვნის" - აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
კარგი ახალი ამბავი ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს და ასევე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული.
კომიტეტი აცხადებს, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეშია.
„უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს ეკუთვნის“, - აღნიშნულია განცხადებაში.