"დემოკრატიულ სახელმწიფოში სტატუსი რომ მხოლოდ ხალხმა ან მხოლოდ ხელისუფლებამ შეიძლება დაიმსახუროს, ეს რუსული პროპაგანდაა" - კვირის პალიტრა

"დემოკრატიულ სახელმწიფოში სტატუსი რომ მხოლოდ ხალხმა ან მხოლოდ ხელისუფლებამ შეიძლება დაიმსახუროს, ეს რუსული პროპაგანდაა"

სტატუსი რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მხოლოდ ხალხმა შეიძლება დაიმსახუროს, ან მხოლოდ ხელისუფლებამ, ეს არის ტიპური რუსული პროპაგანდა - არც ერთ ნამდვილ ევროპელს თავში აზრად არ მოუვა, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დააშოროს ხალხს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე - სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტების ანდრიუს კუბილიუსისა და ანა ფოტიგას განცხადებებს გამოეხმაურა, რომ სტატუსი მხოლოდ ქართველმა ხალხმა დაიმსახურა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის ცინიკური და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება და ვინც ამ გზავნილს იმეორებს, რუსულ პროპაგანდას იმეორებს.

„სტატუსი რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მხოლოდ ხალხმა შეიძლება დაიმსახუროს, ან მხოლოდ ხელისუფლებამ, ეს არის ტიპური რუსული პროპაგანდა. სწორედ რუსეთმა სცადა პირველად საქართველოში თავის დეზინფორმაციის და რბილი ძალის გამოყენებით, რომ ხელისუფლება და ხალხი ერთმანეთს დაეშორიშორებინა და დღეს ვინც იმეორებენ ამ გზავნილებს, პირდაპირ რუსულ პროპაგანდას იმეორებენ. სინამდვილეში, არც ერთ ნამდვილ ევროპელს თავში აზრად არ მოუვა, რომ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დააშოროს ხალხს, მითუმეტეს ევროინტეგრაციის პროცესში. ეს ხომ წარმოუდგენელია?! ლოგიკის დონეზეც კი არ არსებობს, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ცალ- ცალკე მიიღონ სტატუსი. ესაა ღიმილისმომგვრელი და ცინიკური განცხადება, რაც ცალსახად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს,"- განაცხადა თალაკვაძემ.