ღორის სისხლი შესაძლოა გაახალგაზრდავების წყაროდ იქცეს? - "თუ მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება ადამიანზეც შესაძლებელი გახდება, მაშინ 80 წლის მოხუცი 26 წლისას დაემსგავსება"
ახალი კვლევით, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ღორის სისხლში ნაპოვნი ნაერთებისგან შემუშავებულ ახალ თერაპიულ საშუალებას E5 -ს შეუძლია ორგანიზმის გაახალგაზრდავება.
დაბერების საწინააღმდეგო E5 გამოსცადეს ასაკოვან ვირთხებზე, სწორედ ამ ცდების საფუძველზე მომზადებული კვლევის ანგარიშში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში GeroScience, ვკითხულობთ რომ E5 შედგება რთული ნანონაწილაკებისა და ახალგაზრდა პლასებისგან
დაბერების საწინააღმდეგო თერაპიის დროს ახალგაზრდა ღორის სისხლით მომზადებული საშუალება ასაკოვანი ვირთხის ორგანიზმში შეიყვანეს, რამაც უჯრედების გაახალგაზრდავება გამოიწვია. მეცნიერების აზრით, თუ მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება ადამიანზე გახდება შესაძლებელი, მაშინ 80 წლის მოხუცი 26 წლის ახალგაზრდას დაემსგავსება.
კვლევების შედეგად ისიც დადგინდა, რომ ღორის სისხლს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ჰქონდა ვირთხების სხვადასხვა ქსოვილზე, ის ასევე ცვლის სისხლის, გულისა და ღვიძლის ბიოლოგიურ ასაკს. (გააგრძელეთ კითხვა)