21 წლის გოგო გზაზე გადადიოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა - ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც ბათუმში მომხდარ საზარელ ავარიას ემსხვერპლა
ბათუმში 7 ნოემბერს ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ინეზა ცეცხლაძის სოცოცხლე შეეწირა, იგი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოდან იყო და მეორე კურსის სტუდენტი გახლდა. გოგონა ქუჩაზე გადადიოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე მისულ ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
მისი მეგობრები და თანასოფლელები ახალგაზრდა გოგოს ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ. ამბობენ, რომ სამაგალითოდ გაზრდილ ხუთ შვილს შორის, ინეზა ცეცხლაძე მეოთხე შვილი იყო, რომელიც სოფელში ყველას უყვარდა. 21 წლის გოგომ სკოლა წარმატებით დაასრულა და მეორე კურსის სტუდენტი იყო.
მომხდარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.