"სასაფლაოდან წავედით ეკლესიაში 3 კაცი" - ვრცელდება ლევან დოთიაშვილის კადრები, რომელიც სავარაუდოდ საოკუპაციო რეჟიმის იზოლატორშია გადაღებული" - კვირის პალიტრა

"სასაფლაოდან წავედით ეკლესიაში 3 კაცი" - ვრცელდება ლევან დოთიაშვილის კადრები, რომელიც სავარაუდოდ საოკუპაციო რეჟიმის იზოლატორშია გადაღებული"

სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ტა­ცე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის, ლე­ვან დო­თი­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც კად­რებ­ში ჩანს, მან ჩვე­ნე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ იზო­ლა­ტორ­ში მის­ცა. ვი­დე­ო­ში დო­თი­აშ­ვილს ცხვირ­ზე ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის კვა­ლი ეტყო­ბა.

ჩვე­ნე­ბას დო­თი­აშ­ვი­ლი ქარ­თულ ენა­ზე აძ­ლევს, ასე­ვე ქარ­თულ ენა­ზე უს­ვა­მენ მას კი­თხვებს.

"სა­საფ­ლა­ო­ზე ვსვამ­დით 6 კაცი - მე, ვა­ლი­კო დო­თი­ა­ში­ლი, თა­მაზ გინ­ტუ­რი, ვა­სი­კო ჭი­ო­ტა­შილ, მე­რაბ პა­პი­ტაშ­ვი­ლი და მე­რაბ და­თი­აშ­ვი­ლი. ამის შემ­დეგ და­ვი­შა­ლეთ, ორი მან­ქა­ნით წა­ვე­დით. ერთ მან­ქა­ნა სო­ფელ­ში წა­ვი­და, მე­ო­რით წა­ვე­დით სა­საფ­ლა­ო­ზე. ჩვენს მან­ქა­ნა­ში ვი­ყა­ვით მე, თა­მაზ გინ­ტუ­რი და მე­რაბ პა­პი­ტაშ­ვი­ლი. სა­ჭეს­თან იჯდა გინ­ტუ­რი. ავე­დით ეკ­ლე­სი­ა­ში სან­თე­ლი ავან­თეთ, კარი და­კე­ტი­ლი იყო და გა­ვა­ღეთ ცუ­ლით" - ამ­ბობს დო­თი­ა­ში­ლი.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის “კგბ” ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ლე­ვან დო­თი­აშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს 9 ნო­ემ­ბერს სა­ღა­მოს გა­დას­ცემს. “იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ინ­ცი­დენ­ტის გა­მო­ძი­ე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად და სრუ­ლად მოხ­და, ასე­ვე, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ღე­ბუ­ლია ლ. დო­თი­აშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ძე­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ამ­გვა­რად, დღეს სა­ღა­მოს, 9 ნო­ემ­ბერს ლ. დო­თი­აშ­ვი­ლი ქარ­თულ მხა­რეს გა­და­ე­ცე­მა,” - ნათ­ქვა­მია ოკუ­ი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის “კგბ”-ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან დო­თი­აშ­ვი­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა 6 ნო­ემ­ბერს გა­ი­ტა­ცეს. მას­თან ერ­თად მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე თა­მაზ გინ­ტუ­რი კი ეცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­მაზ გინ­ტუ­რი და ლე­ვან დო­თი­აშ­ვი­ლი ლო­მი­სის ეკ­ლე­სი­ა­ში, სან­თლე­ბის და­სან­თე­ბად მი­დი­ოდ­ნენ, როცა რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ცე­ცხლი გახ­სნეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად თა­მაზ გინ­ტუ­რი მოკ­ლეს, ლე­ვან დო­თი­აშ­ვი­ლი კი გა­ი­ტა­ცეს.