აბონენტების ნაწილს 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ნახეთ ჩამონათვალი
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ნოემბერს 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: გუდაური, ჭოპორტი, დავათი, ბულაჩაური, მაღრანი და მიმდებარე სოფლებში.
„12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ახალუბანი, აღდგომლიანთკარი, ნატახტარი, ჭოპორტი, ნავაზარი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.