ვინ არიან აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე მდიდარი კანდიდატები - Forbes-ის ახალი რეიტინგი
აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე მდიდარ კანდიდატთა Forbes-ის წლევანდელ რეიტინგში პირველი ადგილი ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაიკავა. რეიტინგი გამოცემის ვებგვერდზე ვრცელდება.
Forbes-მა სულ 16 კანდიდატი წარადგინა, რომლებიც აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ. თუმცა მათ შორის არიან ისინიც, ვინც კამპანიას უკვე გამოეთიშა. ამ 16 კანდიდატის საერთო ქონება, დაახლოებით, 4 მლრდ დოლარად არის შეფასებული, რაც 2020 წელზე გაცილებით ნაკლებია, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში მულტიმილიარდერები, მაიკ ბლუმბერგი და ტომ სტეიერი მონაწილეობდნენ. ამჟამინდელ სიაში მხოლოდ ერთი მილიარდერი, ძირითადად მილიონერები და ორი ცენტიმილიონერია.
Forbes-მა ტრამპის ქონება 2,6 მლრდ დოლარად შეაფასა. მეორე ადგილზე გამოცემა ბიზნესმენ ვივეკ რამასვამს ასახელებს, რომლის ქონებაც 880 მლნ დოლარს შეადგენს, ხოლო აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 10 მლნ დოლარის შემოსავლით მეექვსე ადგილზეა.
აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე მდიდარი კანდიდატები არიან:
- დონალდ ტრამპი (77 წლის) – აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი. „რესპუბლიკელები;“ სუფთა ქონება 2,6 მლრდ დოლარი
- ვივეკ რამასვამი (38) - მეწარმე. „რესპუბლიკელები.“ 880 მლნ დოლარი
- დუგ ბურგუმი (67) - ჩრდილოეთ დაკოტას გუბერნატორი. „რესპუბლიკელები.“ მინიმუმ, 100 მლნ დოლარი (გააგრძელეთ კითხვა)