იაპონიასთან წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ახალი კუნძული გაჩნდა: რას ამბობენ ექსპერტები? (ფოტოები) - კვირის პალიტრა

იაპონიასთან წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ახალი კუნძული გაჩნდა: რას ამბობენ ექსპერტები? (ფოტოები)

ია­პო­ნი­ა­ში სამი კვი­რის წინ წყალ­ქვე­შა ვულ­კა­ნი ამო­იფ­რქვა, რო­მელ­მაც პა­ტა­რა კუნ­ძუ­ლი გა­ა­ჩი­ნა. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ეს შე­საძ­ლოა, დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დეს და ვულ­კა­ნუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბით წარ­მოქ­მნი­ლი კუნ­ძუ­ლი ტალ­ღებ­მა და­შა­ლოს.

უსა­ხე­ლო წყალ­ქვე­შა ვულ­კა­ნი, ივო ჯი­მას სამ­ხრეთ სა­ნა­პი­რო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 1 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. 10 დღის მან­ძილ­ზე, სა­ნამ ვულ­კა­ნი ამოფრქვე­ვას გა­ნაგ­რძობ­და, ვულ­კა­ნუ­რი ფერ­ფლი და ქვე­ბი ზღვის ფსკერ­ზე დაგ­როვ­და, მისი წვე­რი კი, სა­ბო­ლო­ოდ, ზღვის ზე­და­პი­რის სი­მაღ­ლეს 20 მეტ­რით ას­ცდა. შე­დე­გად, ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში ის ახალ კუნ­ძუ­ლად იქცა.

ვულ­კა­ნუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ანა­ლი­ტი­კო­სის, იუჯი უსუ­ის თქმით, პა­წა­წი­ნა კუნ­ძუ­ლის დი­ა­მეტ­რი, სულ რა­ღაც 100 მეტ­რია.

download-1-68268-1699597075.jpg

"მსგავ­სი წყალ­ქვე­შა ვულ­კა­ნუ­რი ამოფრქვე­ვე­ბი ბოლო წლებ­ში არა­ერ­თხელ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ ახა­ლი კუნ­ძუ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ვი­თა­რე­ბაა", - დას­ძენს უსუი. (გააგრძელეთ კითხვა)