"მა­ნა­ნას უთ­ქვამს სი­ა­მა­ყით, უცებ გავ­ხდი ნიკა ნა­ნი­ტაშ­ვი­ლის სი­დედ­რიო" - მსახიობი და ტელეწამყვანი ოჯახზე, ცნობილ სიდედრზე, თეატრსა და "ქართულ დისკოზე" - კვირის პალიტრა

"მა­ნა­ნას უთ­ქვამს სი­ა­მა­ყით, უცებ გავ­ხდი ნიკა ნა­ნი­ტაშ­ვი­ლის სი­დედ­რიო" - მსახიობი და ტელეწამყვანი ოჯახზე, ცნობილ სიდედრზე, თეატრსა და "ქართულ დისკოზე"

მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე, მომ­ღე­რა­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი - ეს ნიკო ნა­ნი­ტაშ­ვი­ლის რე­გა­ლი­ე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია. Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ თე­ატრს დრო­ე­ბით ჩა­მო­შორ­და, რად­გან უფრო მეტი დრო გა­ე­ტა­რე­ბი­ნა ოჯახ­თან, მაგ­რამ მა­ინც ბევ­რი სამ­სა­ხუ­რი აქვს.

ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის სი­ძეა. უკვე წლე­ბია, რაც გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვილ­ზე, ანო მა­ი­სუ­რა­ძე­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს, რო­მელ­თა აღ­ზრდა­შიც მა­მაც დიდ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს. იყო დრო, რო­დე­საც ბე­რი­კაშ­ვი­ლის სი­ძე­ო­ბა კა­რი­ე­რა­ში წი­ნა­ღო­ბად ექცა, მაგ­რამ ახლა უკვე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იც­ნობს. "ნი­კოს ბენ­დის" სიმ­ღე­რებს კი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში მღე­რი­ან.

"ქარ­თუ­ლი დის­კო“ ასე გქვია "ნი­კოს ბენ­დის" შეს­რუ­ლე­ბულ ერთ-ერთ სიმ­ღე­რას, რო­მე­ლიც „ტიკ-ტოზე“ ერ­თგვარ ჩე­ლენ­ჯად იქცა. ჩვე­ნი სა­უ­ბა­რიც სწო­რედ ამ სიმ­ღე­რით და­ი­წყო:

ნიკო ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი:

- "ქარ­თუ­ლი დის­კო“ თა­ვი­დან ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რის­ტუ­ლი ნო­მე­რი იყო. მუ­სი­კას ძი­რი­თა­დად ზვიო მო­ი­ძი­ებს ხოლ­მე, რა­ზეც შემ­დეგ ქა­ვე­რებს ვა­კე­თებთ. ესეც ერთ-ერთი იტა­ლი­უ­რი ჯგუ­ფის „ქო­ლორ­სის“ ახა­ლი სიმ­ღე­რა გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ზვი­ომ არ ვიცი, სად იპო­ვა. მო­არ­გო ქარ­თუ­ლი ტექ­სტი და გა­და­ცე­მა­ში შე­ვას­რუ­ლეთ. თა­ვი­დან ეს იყო ერთ-ერთი რი­გი­თი ნო­მე­რი. ფე­ის­ბუქ­ზე რომ ავ­ტვირ­თეთ, დიდი არა­ფე­რი, სულ რა­ღაც 30-40 ათა­სი ნახ­ვა ჰქონ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ორ კვი­რა­ში, არ ვიცი, სა­ი­დან შე­აღ­წია უკ­რა­ი­ნა­ში, სომ­ხეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, პო­ლო­ნეთ­ში, ახლა კი ბე­ლო­რუს­შიც და­ი­წყო ეს ტალ­ღა. სა­ერ­თოდ არ ვე­ლო­დით ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას. ჩვე­ნი რე­პერ­ტუ­ა­რი­დან პირ­ვე­ლად სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც „გა­ვარ­და“ ეს იყო „ვის­კი კოლა“, მაგ­რამ ამან აჯო­ბა. რო­გორც გი­თხა­რით, ერ­თგვარ „ჩე­ლენ­ჯად“ იქცა „ტიკ-ტოკ­ზე.“ ყო­ველ­დღე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან მომ­დის მე­სი­ჯე­ბი, რომ მათ­თან ჩვე­ნი რე­პერ­ტუ­ა­რით ჩა­ვი­დეთ. დღე­საც პო­ლო­ნე­თი­დან მომ­წე­რა ქარ­თველ­მა, აქ ყვე­ლა გის­მენთ და აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­დი­თო. გვქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ყა­ზა­ხე­თი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან.

399713946-676394687609303-3115099365966986603-n-41262-1699606321.jpg

- ფაქ­ტია, რომ ამ სიმ­ღე­რამ თქვე­ნი ბენ­დის პო­პუ­ლა­რო­ბაც გა­ზარ­და, აპი­რებთ გას­ტრო­ლებ­ზე სი­ა­რულს?

- დიახ, ძა­ლი­ან. ახა­ლი ბენ­დი ვართ და ერთი წე­ლიც არ არის, რაც "ნი­კოს შოუ“ "პოსტ ტვ"-ზე და­ი­წყო . ჯერ­ჯე­რო­ბით ეს პე­რი­ო­დი მო­თელ­ვაა. გე­ფი­ცე­ბით, აღარ შევ­დი­ვარ ტი­კტოკ­ზე, მხო­ლოდ ამ სიმ­ღე­რის სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ებს მაჩ­ვე­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა გას­ტრო­ლებს, ბე­ლო­რუს­სა და რუ­სე­თის გარ­და, სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან თუ დაგ­ვი­ძა­ხე­ბენ, აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალთ. ჯერ­ჯე­რო­ბით ყველ­გან სა­ო­მა­რი სი­ტუ­ა­ცი­აა და ცოტა საფრ­თხე­საც შე­ი­ცავს. ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო­ე­ლი "გუგლ თრანსლე­ი­თით" თარ­გმნის და ისე გვწერს სა­მად­ლო­ბელ კო­მენ­ტა­რებს.

- ბენ­დის სხვა წევ­რებ­ზე რას გვე­ტყვით?

- ნანუ ჩემ­თან იყო „რუს­თა­ვი 2“-ში, მაგ­რამ იქ სხვა ბენ­დი მყავ­და. აქ სხვა შე­მად­გენ­ლო­ბით შე­ვიკ­რი­ბეთ, რო­დე­საც გა­ვი­გე რომ მანუ და ამი­კო ჩემ­თან იქ­ნე­ბოდ­ნენ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. ამი­კო ჩო­ხა­რა­ძე იუ­მო­რის­ტულ ჟანრ­ში წამ­ყვა­ნი ფი­გუ­რაა. მანუ უნი­ჭი­ე­რე­სი, ულა­მა­ზე­სი, გე­ტყვით, რომ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა ჩემს ბენდში, რო­გორც მუ­სი­კო­სებ­ში, ასე­ვე მომ­ღერ­ლებ­ში.

- ნიკო, ბევ­რი სამ­სა­ხუ­რი გაქვს, დროს რო­გორ ანა­წი­ლებთ?

- არ მკი­თხოთ, მარ­თლა ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი ოჯა­ხია, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი, სა­დაც მინ­და, რომ ბევ­რი დრო გა­ვა­ტა­რო. პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი ვარ, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ო­დი ცოტა არ იყოს, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, დრო­ის უქონ­ლო­ბის გამო ჩა­მოვ­შორ­დი, იმე­დი მაქვს დრო­ე­ბი­თია ეს ყვე­ლა­ფე­რი. „მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი მქოდ­ნა და დრო­ში ვი­ჭე­დე­ბო­დი. ამ ეტაპ­ზე ჩემ­მა მე­უღ­ლემ სამ­სა­ხუ­რი შე­იც­ვა­ლა და სკო­ლი­დან ბავ­შვის გა­მოყ­ვა­ნა მე მი­წევს. ვცდი­ლობ გრა­ფიკს მო­ვერ­გო, მაგ­რამ ჩემი პირ­ვე­ლი პრო­ფე­სია მსა­ხი­ო­ბო­ბაა დაა აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვარ მო­ცეკ­ვა­ვე, მომ­ღე­რა­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი. ბევ­რი კო­მენ­ტა­რე­ბი წა­მო­ვი­და, მომ­ღერ­ლო­ბა და­იბ­რა­ლაო, არა, არ ვიბ­რა­ლებ, არ­ტის­ტი ვარ და არ­ტის­ტუ­ლად ვცდი­ლობ მი­ვუდ­გე ყვე­ლა­ფერს.

377402994-677046907659332-4914322239087327680-n-41280-1699606382.jpg

- ნიკო, მახ­სოვს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას თქვე­ნი მე­უღ­ლე ამ­ბობ­და, რომ კერ­ძებს კარ­გად ამ­ზა­დებთ, ახლა რაც პრო­ექ­ტშია, მში­ე­რი ვარო...

- რო­დე­საც სახ­ლში დაღ­ლი­ლი მივ­დი­ვარ, ჩემ­თვის ეს გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბაა. მიყ­ვარს თევ­ზა­ო­ბა, სპორტდარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­შიც, მაგ­რამ ჰო­ბი­დან ერთ-ერ­თია კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა. სტუ­დენ­ტო­ბი­სას წლე­ბი მარ­ტო ვცხოვ­რობ­დი, ჩემი თა­ვის პატ­რო­ნი მე ვი­ყა­ვი, სა­რე­ცხი იქ­ნე­ბო­და, უთო თუ საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა. ბე­ბი­ას რე­ცეპ­ტით ვამ­ზა­დებ­დი კერ­ძებს, კარ­გად გა­მომ­დი­ო­და, რე­ცეპტ­ზე თბი­ლი­სი­დან ვუ­რე­კავ­დი ხოლ­მე. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ კარ­გი ხელი მაქვს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. (გააგრძელეთ კითხვა)