"კვარაცხელიამ თავიდანვე დამაინტერესა. ჯანლუიჯი ლენტინის მაგონებს" - რა თქვა "კვარას" შესახებ დაწერილი წიგნის პრეზენტაციაზე მისულმა ბუფონმა?
გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს, ქართველმა ყველას გაოცება შეძლო. კვარაცხელია სერია A-ს გასული ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო სიურპრიზად რჩება, რომლის წყალობით "ნაპოლმა" მესამე ჩემპიონობა მიითვალა.
გუშინ იტალიის ქართველი ვარსკვლავის შესახებ დაწერილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. "კვარადონა, ქართული სასწაული" - წიგნის ავტორი იტალიელი მწერალი ემანუელე ჯულიანელია.
იტალიელი მწერალი და ჟურნალისტი სხვადასხვა საერთაშორისო გამომცემლობებთან თანამშრომლობს. მათ შორის, წლების განმავლობაში “გაძეტა დელო სპორტისა” და “კორიერე დელა სერასთან”. სპორტულ თემატიკაზე გამოცემული აქვს 8 წიგნი, ასევე წიგნები მოზარდებისთვის.
წიგნის პრეზენტაციას დაესწრო იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, ჯანლუჯი ბუფონი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, "კვარას" სამომავლოდ "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო