მოქალაქეები დაგროვებითი პენსიის ნაწილობრივ გატანასაც შეძლებენ - რა ცვლილებებია შესული კანონში?
პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მესამე მოსმენით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებების თანახმად, მოქალაქეებს დაგროვებითი პენსიის ნაწილობრივ გატანაც შეეძლებათ და საპენსიო ასაკს მიღწეულ ადამიანს მხოლოდ ერთიანად და ერთჯერადად არ მოუწევს საპენსიო დანაზოგის გატანა/მოხმარება. აღნიშნულის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„კანონში ცვლილებებით საპენსიო სააგენტომ საპენსიო დანაზოგის გატანის ახალი არხები დანერგა. კანონში ცვლილებამდე მოქალაქეებს შეეძლოთ საპენსიო დანაზოგის მხოლოდ ერთჯერადი გატანა. ამ მიმართულებით იქნება ცვლილები და უფრო მრავალფეროვანი ხდება. გააგრძელეთ კითხვა