"Red Wings"-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-ბათუმის ავიარეისს ასრულებდა, ბათუმში ვერ დაჯდა და უკან მოსკოვში გაბრუნდა - კვირის პალიტრა

"Red Wings"-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-ბათუმის ავიარეისს ასრულებდა, ბათუმში ვერ დაჯდა და უკან მოსკოვში გაბრუნდა

რუსული ავიაკომპანიის "Red Wings"-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-ბათუმის ავიარეისს ასრულებდა, ბათუმში ვერ დაჯდა და უკან მოსკოვში გაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

მათი ცნობით, თვითმფრინავს გაუფუჭდა მოწყობილობა, რომელიც მთებში უსაფრთხო ფრენას უზრუნველყოფს და პილოტი იძულებული იყო მოსკოვში გაბრუნებულიყო. ინფორმაციას თვითმფრინავის მოსკოვში გაბრუნების შესახებ "ტავჯორჯიაშიც" ადასტურებენ, რომელიც ბათუმის აეროპორტს მართავს.