"ჩემზე ამბობენ, ცხოვრებაშიც ალბათ ასეთიაო, არადა ასე არაა... რაჭველი ვარ" - "პოლიციელ ზვერაძის" რეალური ცხოვრება - კვირის პალიტრა

"ჩემზე ამბობენ, ცხოვრებაშიც ალბათ ასეთიაო, არადა ასე არაა... რაჭველი ვარ" - "პოლიციელ ზვერაძის" რეალური ცხოვრება

პირ­ვე­ლად მე-19 სე­ზო­ნის მე-16 სე­რი­ა­ში გა­მოჩ­ნდა და პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა მა­შინ­ვე მი­იქ­ცია. მისი პერ­სო­ნა­ჟი პო­ლი­ცი­ე­ლია. "უარ­ყო­ფი­თი რო­ლის თა­მა­ში მი­წევს და სწო­რედ ეს არის სა­ინ­ტე­რე­სოო" - აღ­ნიშ­ნავს და­ვით დვა­ლი...

ვინ არის გაჩა ზვე­რა­ძე, რა გზა გა­ი­ა­რა აქამ­დე და რას ფიქ­რობს სე­რი­ალ­ზე, რო­მელ­შიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდა.

და­ვით დვა­ლი:

- პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი ვარ. "ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში" ვსწავ­ლობ­დი, მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან. "კა­ვე­ენ­საც" ვთა­მა­შობ­დი, ნაკ­რებ­ში ვი­ყა­ვი, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რში. იქ იყო დასი, რო­მელ­საც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი რე­ჟი­სო­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ის იყო თხე­მით ტერ­ფამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს და ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ზაზა წა­ქა­ძე, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, რაც გარ­და­იც­ვა­ლა. მან უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რში მსა­ხი­ო­ბის ოს­ტა­ტო­ბის სრუ­ლი კურ­სი შეგ­ვას­წავ­ლა.

- უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ არ შე­გეძ­ლოთ იმ თე­ატ­რში თა­მა­ში?

- რო­გორ არა, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ დავ­ქორ­წინ­დი. მერე ჩავ­თვა­ლე, რომ მა­მა­კა­ცი ოჯახს უნდა უძღვე­ბო­დეს, ამის­თვის ფი­ნან­სე­ბია სა­ჭი­რო, აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად სამ­სა­ხუ­რი და­ვი­წყე. მოკ­ლედ, თე­ატ­რის­თვის, მსა­ხი­ო­ბო­ბის­თვის ვე­ღარ მო­ვი­ცა­ლე. არა­და, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ეს სფე­რო, მაგ­რამ იქ დამ­თავ­რდა ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა და სცე­ნა. ვმუ­შა­ობ­დი პრო­ფე­სი­ით, ეკო­ნო­მის­ტად. ახლა ჩემი საქ­მე მაქვს - გა­და­ზიდ­ვე­ბის სფე­როს ვუ­ძღვე­ბი.

368000755-603583735187660-8850842788369202137-n-33880-1699686495.jpg

- ცნო­ბი­ლია, რომ ზაზა წა­ქა­ძე­ზე ფილ­მი გა­და­ი­ღეთ...

- კი, მის­მა მო­წა­ფე­ებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მას­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­დაგ­ვე­ღო. დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. გარ­და რე­ჟი­სო­რო­ბი­სა, ლექ­სებს წერ­და და სუ­ლით ხორ­ცამ­დე ხე­ლო­ვა­ნი იყო. არ შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე დარ­ჩნენ. ამას­თან, ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იყო, ზედ­მე­ტად არა­ვის შე­ა­წუ­ხებ­და, ჩრდილ­ში უყ­ვარ­და ყოფ­ნა. ფილ­მის გა­და­ღე­ბა რომ გა­დავ­წყვი­ტეთ, მე­გობ­რებ­მა მთხო­ვეს, წამ­ყვა­ნი, მთხრო­ბე­ლი მე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რად­გა­ნაც მე და ზაზა კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ფილ­მს „გზა­ზე ერთი კაცი მი­დი­ო­და“ და­ვარ­ქვით. მას­ში ერთ-ერთ რეს­პონ­დენ­ტად მიწ­ვე­უ­ლი იყო ეკა მჟა­ვა­ნა­ძე, რად­გან ზაზა და ეკა ჯგუ­ფე­ლე­ბი იყ­ვნენ...

- რო­გორც ვხდე­ბი, სე­რი­ა­ლის კას­ტინგ მე­ნე­ჯერ­მა ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ მა­შინ აღ­მო­გა­ჩი­ნათ...

- ჩემი და ეკას შეხ­ვედ­რა პირ­ვე­ლად მა­შინ მოხ­და. შემ­დეგ კი უკვე და­მი­რე­კა და მი­თხრა, კას­ტინგზე გიწ­ვევ­თო. გა­ვი­ა­რე კას­ტინ­გი და მოვ­ხვდი იქ, სა­დაც მოხ­ვდი...

- როლი, რო­მე­ლიც მოგ­ცეს, მო­გე­წო­ნათ?

- რო­დე­საც ადა­მი­ანს ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის სურ­ვი­ლი აქვს და იმის ამით მი­ი­ღოს სი­ა­მოვ­ნე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, პო­ლი­ცი­ე­ლი იქ­ნე­ბო­და ჩემი პერ­სო­ნა­ჟი, უბ­რა­ლო გამ­ვლე­ლი, თუ სხვა ვინ­მე. მთა­ვა­რია, სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟი ყო­ფი­ლი­ყო. სა­ინ­ტე­რე­სო კი ნამ­დვი­ლად არის, და­დე­ბი­თია, თუ უარ­ყო­ფი­თია, ამას ჩემ­თვის ამ შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ამ გმირ­ზე მუ­შა­ო­ბა, მისი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უინ­ტე­რე­სო არ არის. ამ თვალ­საზ­რი­სით მო­მე­წო­ნა. ფაქ­ტია, რომ უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟია, მაგ­რამ ყვე­ლას აქვს თა­ვის პლუს-მი­ნუ­სე­ბი და ალ­ბათ მა­საც ექ­ნე­ბა და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი, რაც წე­სით, გა­მოჩ­ნდე­ბა. მოკ­ლედ, ამ როლ­ზე მუ­შა­ო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია, და­ნარ­ჩე­ნი - მა­ყუ­რებ­ლის შე­სა­ფა­სე­ბე­ლია.

screenshot-2023-11-11-110620-1699686479.png
კად­რი "ჩცდ"-დან

- თქვე­ნე­უ­ლი რა შეს­ძი­ნეთ გა­ჩას?

- რა­ღაც ჩვე­ვა, ხე­ლის მოძ­რა­ო­ბა, მი­მი­კა, სა­უბ­რის მა­ნე­რა, გა­მო­ხედ­ვა, ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ვი­სი აქვს. ადა­მი­ა­ნე­ბი ამ წვრილ­მა­ნი დე­ტა­ლის­გან შევ­დგე­ბით და პერ­სო­ნა­ჟიც ამ წვრილ­მა­ნის­გან იქ­მნე­ბა... ისე, გაჩა ზვე­რა­ძის თვი­სე­ბე­ბი ნელ-ნელა უფრო ჩნდე­ბა და უფრო იოლი ხდე­ბა ამ პერ­სო­ნა­ჟის „ქურ­ქის გა­დც­მა“ - რა­ღაც დე­ტა­ლე­ბიც ნელ-ნელა და­იხ­ვე­წე­ბა, თუმ­ცა ამ­ჟა­მა­დაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა მის „ქურ­ქში“ ყოფ­ნა. ეს როლი იმი­თა­ცაა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ ამ პო­ლი­ცი­ე­ლის ტი­პა­ჟი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ჩემი ტი­პა­ჟის­გან. სა­ერ­თოდ სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ.

- მა­ყუ­რებ­ლის გარ­კვე­ულ ნა­წილს ჰგო­ნია, რომ სე­რი­ა­ლის მსა­ხი­ო­ბე­ბი ისე­თი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვი­საც თა­მა­შო­ბენ და ხში­რად მათ უდი­ე­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. თქვენ შე­სა­ხებ ასე­თი მა­ყუ­რებ­ლის რა მო­საზ­რე­ბე­ბი წა­გი­კი­თხავთ?

- მე­უბ­ნე­ბი­ან, ცუ­დად გა­ხა­სი­ა­თე­ბენ, გლან­ძღა­ვენ, ამ­ბო­ბენ, რომ ცხოვ­რე­ბა­შიც ალ­ბათ ასე­თი­აო... ხომ ვამ­ბობ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პა­ჟე­ბი ვართ. ჩემი მე­გობ­რე­ბი, ვინც კარ­გად მიც­ნო­ბენ, ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ გი­ყუ­რებთ და შენ სა­ერ­თოდ არ ხარო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამას რომ მე­უბ­ნე­ბი­ან, მსი­ა­მოვ­ნებს, თუ ასეა, ე.ი. სწო­რი გზით მივ­დი­ვართ. ეს ნამ­დვი­ლად გა­მარ­ჯვე­ბის ტოლ­ფა­სია. ზუს­ტად ეგ არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მე არ მგავს...

- პერ­სო­ნაჟს რას ურ­ჩევ­დით?

- ადა­მი­ა­ნებს მო­უს­მი­ნოს. ადა­მი­ანს, რაც არ უნდა ბევ­რი მიღ­წე­ვა ჰქონ­დეს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს, ან რო­გორ ცხოვ­რობ­დეს, ნა­ჭუჭ­ში არ უნდა ჩა­ი­კე­ტოს. სხვი­სი აზრი, წუ­ხი­ლი, სი­ხა­რუ­ლი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია. სხვას მო­უს­მი­ნო­სო, რომ ვამ­ბობ, ამას ვგუ­ლის­ხმობ. (გააგრძელეთ კითხვა)