აღმოჩნდა, რომ ოთახი შხამ-ქიმიკატებით იყო გაჟღენთილი - ეგვიპტელი წყვილის სასტუმროს ნომერში გარდაცვალების მიზეზი 5 წლის შემდეგ დადგინდა
ეგვიპტის სასტუმროს ნომერში მცხოვრები ბრიტანელი წყვილის გარდაცვალების მიზეზი დადგენილია. გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ ჯონ და სუზან კუპერების მეზობელი ოთახი ქიმიკატებით ყოფილა გაჟღენთილი. წყვილის ავად გახდომამდე რამდენიმე საათით ადრე, მეზობლად მცხოვრებმა დამსვენებელმა ოთახში ბაღლინჯოები აღმოაჩინა და სასტუმროს შეატყობინა. როგორც ჩანს, სწორედ ბაღლინჯოებზე ნადირობას ემსხვერპლა წყვილის სიცოცხლე.
ადრინდელ მოსმენაზე ჩატარებული ექსპერტიზის წინასწარი დასკვნის მიხედვით, 2018 წელს, 69 წლის ჯონ კუპერისა და მისი 63 წლის მეუღლის, სუზანის სიკვდილი, არც ნახშირბადის მონოქსიდით და არც საკვებით მოწამვლით იყო გამოწვეული, თუმცა აღნიშნულია, რომ შესაძლოა ეს "ინფექციურ ან ტოქსიკურ ქიმიკატებთან კონტაქტის" ბრალი ყოფილიყო.
სასამართლოს პირველ დღეს გაირკვა, რომ გერმანელმა ტურისტმა, რომელიც კუპერების გვერდით ოთახში რჩებოდა, სასტუმროს ზედამხედველებს ბაღლინჯოების შესახებ შეატყობინა. ამის შემდეგ, ნაშუადღევს, ოთახი პესტიციდებით დაამუშავეს. ამავე დღეს, გამთენიისას, კუპერები ავად გახდნენ და მეორე დღეს გარდაიცვალნენ.წყვილის ქალიშვილმა, კელიმ აღნიშნა, რომ მისი მშობლები, ასაკის მიუხედავად, საკმაოდ ჯანმრთელები იყვნენ და არაფერი აწუხებდათ.
სასტუმროს ოთახის პესტიციდებით დამუშავების დღეს, ჯონის და სუზანის შვილიშვილი, 12 წლის მოლი მათ ოთახში რჩებოდა. გოგონას თქმით, ოთახში მძიმე, "საფუარის მსგავსი" სუნი იყო. ღამის 1 საათზე, ჯონ კუპერმა ქალიშვილს დაურეკა და შეატყობინა, რომ მოლი თავს ცუდად გრძნობდა და გოგონა დასაძინებლად დედის ოთახში, სასტუმროს ზედა სართულზე აიყვანა. (გააგრძელეთ კითხვა)