"ჩემთვის დრო გაჩერებული იყო... ვერასოდეს გადავიხდი იმ უდიდესი სიყვარულის ამაგს, რომელიც რეანიმაციის სიკვდილისფერ კედლებში სიცოცხლის შუქად მენთებოდა" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის დრო გაჩერებული იყო... ვერასოდეს გადავიხდი იმ უდიდესი სიყვარულის ამაგს, რომელიც რეანიმაციის სიკვდილისფერ კედლებში სიცოცხლის შუქად მენთებოდა"

მამა თეიმურაზ ქორიძე, რომელიც კლინიკაში ფილტვების დაზიანებით გადაიყვანეს და თითქმის ერთი თვე მართვით სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში სასიხარულო ამბავს წერს. როგორც თავად პოსტში აღნიშნავს, უკვე გამოჯანმრთელდა.

"მადლობა უფალს.

ვერასოდეს გადავიხდი იმ უდიდესი სიყვარულის ამაგს, რომელიც რეანიმაციის სიკვდილისფერ კედლებში სიცოცხლის შუქად მენთებოდა.

ეს თქვენი სიყვარულია!

თქვენი თანადგომა უზომოდ მაძლიერებდა იმ მძიმე დღეებში, როდესაც ჩემთვის დრო გაჩერებული იყო და ღვთის უდიდეს წყალობას მინდობილი, თქვენი სიყვარული იყო ის ძალა, რომელიც არ მაძლევდა უფლებას მოვდუნებულიყავი.

მადლობა უფალს. მადლობა ჩემს ოჯახს მოთმინებისთვის. მადლობა ყველა ჩემთვის მლოცველს. მადლობა ექიმებს დაუღალავი შრომისათვის. ახლა სახლში ვარ და აქ განვაგრძობ მკურნალობას. მაპატიეთ, ყველა შეტყობინებას პირადად, რომ ვერ ვპასუხობ.

მიყვარხართ უმიზეზოდ", - წერს სასულიერო პირი სოციალურ ქსელში.