ტრაგედია ბათუმში - ვინ იყო 8 თვის ორსული ქალი, რომელიც თრომბით გარდაიცვალა
მამა მარკოზის შვილი ანა ბექაია გარდაიცვალა. ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.
„ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აწ განსვენებულის, დეკანოზ მარკოზ ბექაიას შვილის – ანა ბექაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს" - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
შოთო სიხარულიძის ცნობით, ანა ბექაია, რომელიც 8 თვის ორსული იყო, თრომბით გარდაიცვალა.
"შენი პატარა ანგელოზით დამტკბარიყავი... მოიხსენიეთ ახლადშესვენებული ანა. კიდევ ერთი ახალგაზრდა ბათუმელის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე... 8 თვის ორსული ანა ბექაია რამდენიმე წუთის წინ თრომბით გარდაიცვალა. მეხის გავარდნას ჰგავდა შენი უეცარი გარდაცვალება.
ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? დედობას ვერ ეზიარე და ვერ შეიგრძენი შვილის სურნელი და ბედნიერება..
ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში რამდენი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს? ნეტავ.... ღმერთმა ნათელში გამყოფოს, იქ სადაც მართალნი და შენნაირი კარგი ადამიანები განისვენებენ" - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.