48 წლის თინა კანდელაკი მესამე შვილის დედა გახდა - "ბედნიერი მრავალშვილიანი დედა ვარ"
წარმოშობით ქართველი, რუსეთში მცხოვრები ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, რომელიც პუტინის რეჟიმის მომხრეა მუდამ იქცევს საზოგადოების ყურადღებას. ამჯერად უცხოური მედია კანდელაკის მესამე შვილზე ალაპარაკდა. ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ 48 წლის ასაკში დედა მესამედ გახდა.
რუსული მედიის ცნობით, ჭორები თინა კანდელაკის მესამე ბავშვის შესახებ ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში გავრცელდა. მედიის ცნობით, ბავშვი სუროგატი დედის დახმარებით გაჩნდა.
უამრავი ჭორის მიუხედავად დაზუსტებული ინფორმაცია აქამდე არ ვრცელდებოდა, თუმცა ამჯერად სოციალურ ქსელში კანდელაკმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ბედნიერი მრავალშვილიანი დედაა.
"ყველას დიდი მადლობა, ვისთან ერთადაც წინ მივდივარ და მადლობა მათ, ვინც უკან დარჩა. ეს ყველაფერი ჩემთვის საუცხოო მოგზაურობაა ცხოვრებაში, რომელიც უკვე 48 წელია გრძელდება. დაბადების ვულოცავ საკუთარ თავს! ბედნიერი მრავალშვილიანი დედა ვარ და ამით ყველაფერი ნათქვამია" - დაწერა კანდელაკმა სოციალურ ქსელში.
საზოგადოება კარგად იცნობს ჟურნალისტის ორ შვილს მელანიას და ლეონტის. ისინი კანდელაკს ანდრეი კონდრახინთან შეეძინა.