"სიხარულისგან მუხლებზე დავეცი, არ მჯერა, ეს არავის წარმოედგინა, საქართველოს ისტორიაში ამ ცეკვებში მსოფლიო ჩემპიონი არავინ ყოფილა" - კვირის პალიტრა

"სიხარულისგან მუხლებზე დავეცი, არ მჯერა, ეს არავის წარმოედგინა, საქართველოს ისტორიაში ამ ცეკვებში მსოფლიო ჩემპიონი არავინ ყოფილა"

ქართველი მოცეკვავეების აკა მოდებაძისა და გვანცა ციხელაშვილის წყვილმა დრესდენში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.

შეჯიბრის დეტალებზე და მიღწეულ წარმატებაზე აკა მოდებაძეს დავუკავშირდით:

- გილოცავთ ჩემპიონობას, გაგვიზიარეთ ემოციები და გვესაუბრეთ კონკურსზე, რომლის გამარჯვებულიც გახდით.

- მსოფლიო ცეკვების ფედერაცია ატარებს შეჯიბრს WDSF World Championship Show Dance, 4 წუთის განმავლობაში სცენაზე მარტო ასრულებ 5 ლათინო- ამერიკული ცეკვის მიქს ატაცებით და სხვა შოუს ელემენტებით. 10 მსაჯი სხვადასხვა ქვეყნიდან (ქართველი მსაჯი არავინ იყო) და დამატებით მთავარი მსაჯი აფასებს მონაწილეებს. კონკურსის ფინალში გავედით 6 წყვილი: საქართველო, გერმანია, ამერიკა, ჩეხეთი და ბულგარეთი. შეჯიბრი ჩატარდა 11 ნოემბერს გერმანიის ქალაქ დრესდენში.

- "არ მჯერა, რომ ახლა ამ სიტყვებს ვწერ, მსოფლიო ჩემპიონები ვართ" - ასე გამოეხმაურე სოციალურ ქსელში თქვენს გამარჯვებას. მოულოდნელი იყო?

- დიახ. ეს არავის წარმოედგინა. საქართველოს ისტორიაში ამ ცეკვებში მსოფლიო ჩემპიონი არავინ ყოფილა. ჩვენ 5- გზის ფინალისტები ვიყავით, ყოველ ჯერზე ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან და ახლა ძალიან მაგრად ვიცეკვეთ. ნახევარ ფინალში ვიგრძენით, რომ დიდი შანსი იყო გამარჯვების. ცეკვის ქორეოგრაფებიც კი ჩვენ ვართ და ეს უფრო დაუჯერებელია.

- როგორ შეხვდით ჩემპიონობას?

- სიხარულისგან მუხლებზე დავეცი, რაღაც წამები არაფერი მახსოვდა. გვანცა მაყურებელთან მივიდა და სიხარულისგან ხტუნავდა. ეს არის ის, რისთვისაც მართლა დღე და ღამე ვვარჯიშობთ. ერთ თვეში დიუსელდორფში მიწვეულები ვართ Dance Gala SUPERSTARS - ზე. ეს არის წლის ტოპ წყვილების შეკრება, სადაც კიდევ ერთხელ ვიცეკვებთ სტუმრის რანგში.

- თქვენ გარდა იმისა, რომ წყვილში ცეკვავთ, ცოლ-ქმარი ხართ. რამდენი ხანია ერთად ცეკვავთ ?

15 წელია წყვილში ვცეკვავთ.

"ასეთი მსოფლიოს მოგება არის, თუ არის მოგება, ყველა რომ გეუბნება, თქვენ ეს დაიმსახურეთო" - რას ამბობს მსოფლიო ჩემპონი გვანცა ციხელაშვილი - ვიდეო