სანამ პუტინი სტალინისდროინდელ ტანკებს აგზავნის ომში, ამერიკამ ულტრათანამედროვე "სტელსი" ააფრინა ჰაერში...
სანამ პუტინი სტალინისდროინდელ ტანკებს აგზავნის ომში, ამერიკამ ულტრათანამედროვე "სტელსი" ააფრინა ჰაერში...
სხვა დროს ეს მოვლენა ეტყობა მთელი მსოფლიოს ახალი ამბების სააგენტოების მთავარი ნიუსი იქნებოდა,მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენს პლანეტაზე ერთდროულად 55-ზე მეტი შეიარაღებული კონფლიქტი და ომი მიმდინარეობს, თითქოს რაღაცნაირად ჩაიკარგა უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 10 ნოემბერს ჰაერში პირველად ააფრინა ულტრათანამედროვე „სტელსის“ ბომბდამშენი B-21 Raider -ი.
ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ცნობილი ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კორპორაცია Northrop Grumman -ი დიდი საიდუმლოების ქვეშ ამზადებდა უახლეს საბრძოლო თვითმფრინავს, რომელსაც უნდა ჩაენაცვლებინა ამავე კორპორაციის ლეგენდარული B-2 Spirit -ი, ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ გამოჩნდა... „შორი მოქმედების დამრტყმელი ბომბდამშენის“ პროექტის თანახმად შექმნილ ახალ საბრძოლო თვითმფრინავს აშშ-ის სტრატეგიული „ბირთვული ტრიადის“ საავიაციო კომპონენტში ერთდროულად უნდა ჩაენაცვლებინა, როგორც „უხილავი“ B-2 Spirit -ის,ისე ზებგერითი B-1B Lancer -ისტიპის სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენები.
დღეისათვის აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების არსენალში იმყოფება სტრატეგიული დანიშნულების 76 ერთეული B-
52H Stratofortress, 45 ცალი B-1B Lancer და 20 ერთეული B-2Spirit -ი,რომლებსაც ჰაერში საწვავით რამდენჯერმე გაწყობის შემდეგ შეუძლიათ თავისუფალვარდნადი(გრავიტაციული)თერმობირთვული საავიაციო ბომბებითა და მართვადი ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტებით საჰაერო დარტყმების მიყენება ერთი კონტინენტიდან მეორეზე. მიუხედავად იმისა,რომ „ბოინგის“ B-52-ი ნამდვილ ლეგენდად იქცა(მისი სახელობის ალკოჰოლური კოქტეილიმთელ მსოფლიოშია პოპულარული) და მისი საცდელი ეგზემპლარი პირველად ჰაერში ჯერ კიდევ 1952 წელს აფრინდა(ანუ 73-ე წელი მიდის!), პენტაგონი ულტრათანამედროვე B-21 Raider -ით მაინც B-1B Lancer-ებისა(დაფრინავს 1974 წლიდან) და B-2 Spirit -ების(პირველად 1989 წელს აფრინდა) ჩანაცვლებას აპირებს...ამის მთავარი მიზეზი კი შეიძლება ის არის,რომ „ლანსერისა“და „სპირიტის“ ექსპლუატაცია პენტაგონს ძალზე ძვირი უჯდება და სურს ისინი ერთი ტიპის უახლესი სტრატეგიული დამრტყმელი თვითმფრინავით ჩაანაცვლოს,ხოლო „ბებერი“„სტრატოფორტრესები“(„სტრატოსფერული ციხე-სიმაგრეები“) მორიგი მოდიფიცირების შემდეგ კიდევ იფრენენ ჰაერში ერთი საუკუნის შესრულებამდე, რადგან ისინი კარგად გამოცდილ, ერთგვარ „საჰაერო პლატფორმებს“წარმოადგენენ მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ზონაში შეუსვლელად ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად,ხოლო „სტელსის“ „უხილავ“ B-21 Raider -ებს კი შეიძლება მოწინააღმდეგის საჰაერო სივრცეში მალულად შეფრენაც მოუწიოთ...

ორიდე დღის წინ, კალიფორნიის ცაში პირველად აფრენილიB-21 Raider -ი ერთი შეხედვით B-2 Spirit -ის შემცირებული ფორმების კოპიას წააგავს, რაც არცაა გასაკვირი, რადგან მის აეროდინამიკურ ფორმებს „სტელსის“ ტექნოლოგია განსაზღვრავს, რათა მოწინააღმდეგის რადიოლოკაციური სადგურების მიერ გამოსხივებული რადიოტალღებით ვითმფრინავის კორპუსმა უნდა „შთანთქოს“ ან ისე აირეკლოს, რომ ეს რადიოტალღები უკან აღარ დაუბრუნდეს რადიო ლოკატორების მიმღებ ანტენებს და ოპერატორებმა მონიტორებზე ვერ აღმოჩინონ მფრინავი „რაიდერი“. თუმცა, იმის მტკიცება, რომ გინდ „სპირიტი“ და გინდაც„რაიდერი“ სრულიად „უჩინარები“ არიან რადიოლოკატორებისთვის, არ შეიძლება, ისინი უფრო ძნელად აღმოსაჩენ საჰაერო სამიზნეებს წარმოადგენენ რადიოლოკატორებისთვის და როდესაც მათ ჰაერში დააფიქსირებენ, შეიძლება უკვე გვიანაც იყოს, რადგან ეს ბომბდამშენები მოასწრებენ თავიანთი ბირთვული იარაღის გამოყენებას...B-21 Raider -ის საფრენოსნო-ტექნიკურიმონაცემები,ბუნებრივია გასაიდუმლოებულია,მაგრამ მისი მთავარი განსხვავება ოთხძრავიანი B-2 Spirit -ისგან ისაა,რომ მხოლოდ ორი ტურბო ვენტილიატორული ორკონტურიანი რეაქტიული ძრავა უყენია(სხვათაშორის, „სპირიტი“ თუკი F-16 ტიპის გამანადგურებლის ძრავებით დაფრინავს,„რაიდერს“ F-35-ის ძრავები დაუყენეს).

ორი ძრავის მოკლებამ და გაბარიტებში შემცირებამ, შესაბამისად დაუკლო ფასი „რაიდერს“ 550 მლნდოლარამდე, როდესაც სრულად აღჭურვილი B-2 Spirit -ის ღირებულებამ ასტრონომიულ ციფრს-2 მლრდ დოლარს მიაღწია! თუმცა, ასევე შემცირდა საბრძოლო დატვირთვის მაჩვენებელიც-თუკი B-2 Spirit -ს 27 ტონა მაქსიმალური მასის სასარგებლო დატვირთვის(საწვავის მარაგი და შეიარაღება) წაღება შეუძლია, იგივე მაჩვენებელმა B-21 Raider-ისთვის 13,6 ტონამდე ჩამოიწია,სამაგიეროდ მას უფრო დიდი მოცულობის ბომბნაკვეთური გაუკეთესკონსტრუქტორებმა, რაც უფრო მეტი სხვადასხვა ტიპისშეიარაღების გამოყენების საშუალებას მისცემს.პენტაგონს 100-ზე მეტი B-21 Raider -ის დამზადების შეკვეთა აქვს გათვლილი,თუმცა ეს გეგმები,როგორც აქმდე არაერთხელ მომხდარა, ეტყობა სერიოზულ ცვლილებას განიცდის მომავალში...
