"დაჭ­რი­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლი ზურ­გით ატა­რა და გასამხნევებლად "შენ ხან ვენახის" ღიღინებდა" - გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - კვირის პალიტრა

"დაჭ­რი­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლი ზურ­გით ატა­რა და გასამხნევებლად "შენ ხან ვენახის" ღიღინებდა" - გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა. ჟურ­ნა­ლისტ ლაშა ბე­რუ­ლა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი ირაკ­ლი ქურ­ცი­კი­ძეა.

"სამ­წუ­ხა­როდ, უკ­რა­ი­ნა­ში, რუს ოკუ­პან­ტებ­თან ბრძო­ლა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი ბიჭი, ირაკ­ლი ქურ­ცი­კი­ძე და­ე­ცა. ის სა­არ­ტი­ლე­რიო იე­რი­შის დროს, მა­შინ და­ი­ღუ­პა, როცა დაჭ­რი­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი გა­მოჰ­ყავ­და, და­ღუპ­ვამ­დე კი 7 მებ­რძო­ლის გა­მოყ­ვა­ნა და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო. რო­გორც მისი თა­ნა­მებ­რძო­ლი და მე­გო­ბა­რი, ლაშა შერ­გე­ლაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, ერთი დაჭ­რი­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლი მან ზურ­გით, ორ კი­ლო­მეტრზე ატა­რა - დაჭ­რი­ლი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად, "შენ ხარ ვე­ნა­ხის" ღი­ღი­ნით...

პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­ხედ­რო, უბად­ლო მე­ო­მა­რი, უსა­ზღვრო პატ­რი­ო­ტი - ასე­თად დარ­ჩე­ბა ირაკ­ლი მისი მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის გუ­ლებ­ში. სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ ოჯახს, მე­გობ­რებს, ქვე­ყა­ნას, ჩვენს სამ­შობ­ლოს, რო­მელ­მაც ასე­თი დი­დე­ბუ­ლი ბიჭი და­კარ­გა...

გმი­რე­ბი არ კვდე­ბი­ან! დი­დე­ბა გმი­რებს!" - წერს ბე­რუ­ლა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.