"ლომმა შეძლო დახურული სივრციდან გამოსვლა" - როგორ აღმოჩნდა რომის ქუჩებში ლომი? (ვიდეო)
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომთან ახლოს ცირკიდან ლომი სახელად "კიმბა" გაიქცა. როგორც იტალიური მედია წერს, ვოლიერის კარი კარგად არ იყო დაკეტილი და ლომმა შეძლო დახურული სივრციდან გამოსვლა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, როგორ დასეირნობს ლომი ქალაქის ქუჩებში. ის თითქმის 6 საათის განმავლობაში იყო გაქცეული.
რამდენიმე საათის შემდეგ კი დააძინეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ვიდეოს სოციალურ ქსელში იტალიაში ქართველი ემიგრანტი ხათუნა შარაძეც ავრცელებს.