(VIDEO) "ყველას ასე გიყურებთ, ვინც ჩემს უწყინარ კლიპზე შფოთავთ" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი მის ცეკვაზე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - კვირის პალიტრა

(VIDEO) "ყველას ასე გიყურებთ, ვინც ჩემს უწყინარ კლიპზე შფოთავთ" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი მის ცეკვაზე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

თამარ ჩერგოლეიშვილის ვიდეორგოლს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ცნობილია, ჩერგოლეიშვილი "ტაბულას" ტოვებს და "ევროპული საქართველოს" წევრი ხდება.

"ჩერგოლეიშვილი თქვენს სამსახურში" - წერია ვიდეორგოლზე, რომელსაც ევროპული საქართველო აქვეყნებს.

როგორც მან "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, პარტია გეგმავს, პრაიმერიზის გზით შეადგინოს საარჩევნო სია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. მისი თქმით, თუ ამომრჩეველი გადაწყვეტს, პარლამენტში მოსახვედრად თავადაც იბრძოლებს.

"ყველას ასე გიყურებთ, ვინც ჩემს უწყინარ კლიპზე შფოთავთ" - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.