"20-წელზე მეტია, ვმეგობრობთ, ერთად ვსწავლობდით. სამწუხაროდ, თქვენი მოლოდინები ვერ გამართლდება" - კვირის პალიტრა

"20-წელზე მეტია, ვმეგობრობთ, ერთად ვსწავლობდით. სამწუხაროდ, თქვენი მოლოდინები ვერ გამართლდება"

ცნობილი ადამიანების ცხოვრებას, ხშირად საჯაროდ უამრავი ადამიანი განიხილავს. არაერთი ინფორმაციის ფონზე კი, ზოგჯერ სრულიად გადაუმოწმებელი, გამოგონილი ამბები ვრცელდება. ჯესიკა ჩესტეინსა და ოსკარ აიზეკზე არაერთხელ დაიწერა, რომ სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ. თუმცა, როგორც მსახიობები ამბობენ, მათ მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ:

ერთ-ერთ ინტერვიუში ჯესიკა ჩესტეინმა აღნიშნა: "მე და ოსკარი არა მხოლოდ კოლეგები, არამედ საუკეთესო მეგობრებიც ვართ. ერთად ვსწავლობდით, ნახევარი ცხოვრებაა, ერთმანეთს ვიცნობთ და ერთმანეთის შესახებ ბევრი რამ ვიცით."

მათი მეგობრობა უამრავ ადამიანს აძლევს მოტივაციას და მსახიობებს ეხმარება, ეკრანიდანაც ძლიერი ემოცია გაუზიარონ მაყურებელს. ოსკარი და ჯესიკა სატელევიზიო სერიალში წყვილის როლს ასრულებენ. სერიალს "სცენები ქორწინებიდან" ჰქვია და მათი ერთად ხილვა ბევრ ადამიანს უყვარს. როგორც თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, მსახიობების თბილი დამოკიდებულება ეკრანიდანაც იგრძნობა და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.

აიზეკი ამბობს: "რაც არ უნდა რთული ყოფილიყო ჩემთვის ეს როლი, ჯესიკა გვერდით მყავდა და მასთან მუშაობა ყველაფერს მიმარტივებდა." გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები