"ბრავერმანი მოხსნეს" - რატომ გადააყენა თანამდებობიდან რიში სუნაკმა შს მინისტრი?
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა შინაგან საქმეთა მინისტრი, სუელა ბრავერმანი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი პრივილეგია იყო შინაგან საქმეთა მინისტრად მემსახურა. თავის დროზე მეტი მექნება სათქმელი“, - აღნიშნა ბრავერმანმა.
ჯერჯერობით, უცნობია, რას უკავშირდება შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლება.
ბრავერმანმა ორი დღის წინ, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ლონდონის პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აგრესიულ მემარჯვენე მომიტინგეებს სამართლიანად შეხვდნენ მკაცრი პასუხით, ხოლო პალესტინის მომხრეები, ძირითადად, უგულებელყოფილნი იყვნენ.
სუელა ბრავერმანი შინაგან საქმეთა მინისტრად 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა.
"ინტერპრესნიუსი"