"სტალინი ახლა ცოცხალი რომ იყოს, მაშინ დაინახავდნენ" - რა უპასუხა ზვიად გამსახურდიამ კითხვას, რომ თითქოს დიდი ბელადი მისი კერპია - კვირის პალიტრა

"სტალინი ახლა ცოცხალი რომ იყოს, მაშინ დაინახავდნენ" - რა უპასუხა ზვიად გამსახურდიამ კითხვას, რომ თითქოს დიდი ბელადი მისი კერპია

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელიც სტალინისა და სტალინიზმის მოწინააღმდეგე იყო, ერთ-ერთ ინტერვიუში ამ საკითხზე ვრცლად საუბრობდა:

ჟურნალისტის კითხვას, - რას ფიქრობთ სტალინზე, ზოგიერთი ადამიანივით, შეიძლება თქვენი ოპონენტებიც ფიქრობენ, რომ გამსახურდიასთვის სტალინი კერპია და სტალინიზმისკენ მიისწრაფვითო? - ზვიად გამსახურდიამ უპასუხა:

- სტალინი ახლა ცოცხალი რომ იყოს, მაშინ დაინახავდნენ... თითქმის მთელი ცხოვრება სტალინიზმის წინააღმდეგ ვიბრძვი. ყველა დროის ცილისმწამებლებმა იციან, რომ ადამიანს სწორედ ის უნდა დააბრალო, რის წინააღმდეგაც იბრძვის.

- თქვენ კარგად იცნობთ თქვენს ერს, იცით თქვენი ერის ემოციური ფონი, სტალინი თქვენს ქვეყანაში ბევრის იდეალია?

- არა, ეს დრო წარსულს ჩაბარდა. 2-3 წლის წინ ეს კიდევ ასე იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ უდიდესი საქმე გავაკეთეთ და გავაუქმეთ სტალინის საზოგადოება, პრაქტიკულად, ეს მე გავაკეთე წინასაარჩევნო კამპანიისას, მივაღწიეთ იმას, რომ ეს საზოგადოება საერთოდ ავკრძალეთ და ავუკრძალეთ მათ არჩევნებში მონაწილეობა. ამის შემდეგ ეს საშიშროება თითქმის გაქრა", - აღნიშნავდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი.